მაია ბარათაშვილი მედიაჰოლდინგ ფორტუნაში და სიმღერის პრემიერა

0
2102

რბილი ნოტები, სინკოპაცია, სვინგი, პოლირითმია და იმპროვიზაცია. ჯაზის მოყვარულები კარგად მიხვდებით, თუ რაზე მაქვს საუბარი. საუბარი ამერიკის კლასიკურ მუსიკაზე მაქვს, იმ მუსიკალური ხელოვნების ფორმაზე, რომელსაც ჩვენ ჯაზის სახელწოდებით ვიცნობთ და რომელიც ადრეულ 1920-იან წლებში ნიუ-ორლეანში გაჩნდა. საქართველოში ჯაზის ერთ-ერთი საპატიო წარმომადგენელი კი შეუდარებელი და ყველასგან გამორჩეული ჯაზ-მომღერალი მაია ბარათაშვილია, რომელიც მედიაჰოლდინგ ფორტუნას, თათა სადრაძის გადაცემა არტ FM-ს სტუმრობდა. ფორტუნაში მომღერლის ახალი საცეკვაო სიმღერის Summer dance-ის პრემიერა შედგა, რომლის მელოდიის და ტექსტის ავტორი თავად ჯაზ-მომღერალია. სიმღერა “ბრავო რეკორდსში” ჩაიწერა, არანჟირების ავტორი კი სერგო კოკაიაა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here