ლეგენდარული ჯგუფების, The bad plus-ისა და Naturally 7-ის კონცერტები ჯაზ ფესტივალის ფარგლებში

ლეგენდარული ჯგუფების, The bad plus-ისა და Naturally 7-ის კონცერტები ჯაზ ფესტივალის ფარგლებში

შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ თბილისი ჯაზ ფესტივალების გულია. ეს უკანასკნელი კი აგერ უკვე 21-ე სეზონს ითვლის. ფესტივალის წარმატებულობა 80-იან წლებშიც ნათელი იყო, მაშინ როდესაც თბილისში ერთდროულად რვა ამერიკული ლეგენდარული ანსამბლი შეიკრიბა. თბილისის რიგით 21-ე ჯაზ ფესტივალიც ლეგენდარულმა ჯგუფმა, the bad plus-სმა გახსნა. კონცერტი ივენთ ჰოლში გაიმართა. დაწყებამდე კი ქართველი მსმენელის წინაშე ახალგაზრდა მუსიკოსებისგან შემდგარი ბენდი, სანდრო ბიბიჩ ტრიო წარსდგა. რაც შეეხება the bad plus-ს, ბენდის ისტორია 1989 წლიდან იწყება. სწორედ 89 წელს ეტან ივერსონმა, რიდ ანდერსონმა და დევიდ ქინგმა პირველად შეასრულეს ერთობლივი კომპოზიციები. სახელწოდება „ბედ პლუსი“ კი 2000 წლიდან არსებობს. თბილისის ჯაზ ფესტივალის რიგით მე-2 დღეს კი ჯაზმოყვარულების წინაშე აკაპელას ჟანრში მოღვაწე ამერიკული ჯგუფი Naturally 7 წარსდგა, რომელიც 1999 წელს ნიუ-იორკში შეიქმნა. ჯგუფმა დარბაზში ნამდვილი ცეცხლი დაანთო და მსმენელს მოდუნების საშუალება არ მისცა.

April 30, 2018 / 7:54 pm

TOP გადაცემები

სალონი „თენთენი“ ბიზი ვუმენებს სპეციალურ სივრცეს სთავაზობს

ქართულ ბაზარზე ბელგიური ბრენდი "თენთენი" გამოჩნდა, სადაც ნებისმიერ სტუმარს შესაძლებლობა აქვს, ფრჩხილის მოვლის სრულყოფილი სპა პროცედურები ჩაიტაროს, როგორც მანიკური, ასევე პედიკური.

40 წელი სცენაზე მერაბ სეფაშვილმა საიუბილეო სოლოკონცერტი გამართა

გამონაკლისი არც ეს საიუბილეო კონცერტი ყოფილა, რომელიც მომღერალმა მერაბ სეფაშვილმა ამჯერად,ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართა. ერთგულ მსმენელს კი საყვარელი ჰიტები გაახსენა. მსმენელის მომღერლისადმი სიყვარულს ის ფაქტიც მოწმობს, რომ კონცერტის ყველა ბილეთი გაიყიდა.

FASHION TIME – ჰამამის მასაჟის კაბინეტი – ჭეშმარიტი სიამოვნება

FASHION TIME - ჰამამის მასაჟის კაბინეტი - ჭეშმარიტი სიამოვნება

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

40 წელი სცენაზე მერაბ სეფაშვილმა საიუბილეო სოლოკონცერტი გამართა

გამონაკლისი არც ეს საიუბილეო კონცერტი ყოფილა, რომელიც მომღერალმა მერაბ სეფაშვილმა ამჯერად,ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართა. ერთგულ მსმენელს კი საყვარელი ჰიტები გაახსენა. მსმენელის მომღერლისადმი სიყვარულს ის ფაქტიც მოწმობს, რომ კონცერტის ყველა ბილეთი გაიყიდა.

მოდის აურზაური იწყება. თბილისის მოდის კვირეული 18-დან 21 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება

კვირეულის მე-18 სეზონი 18-დან 21 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება და ამჯერად 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონის კოლექციების ჩვენებებს შოურუმს და სხვა ღონისძიებებს "ღვინის ქარხანა ნომერი 1" უმასპინძლებს.

ჰიტები და ანშლაგით ჩავლილი კონცერტი. საღამო, რომელიც სტეფანე მღებრიშვილმა ერთგულ მსმენელს შესთავაზა

გამონაკლისი არც კუს ტბის ტერიტორიაზე, ღია ცის ქვეშ გამართული კონცერტი იყო, სადაც მომღერალმა მსმენელს, ძველი და ახალი სიმღერები, ცნობილი დუეტები და ბევრი სიურპრიზი შესთავაზა.

ჯგუფი The Tiger Lilies კონცერტი თბილისის ცის ქვეშ

ჯგუფი მსმენელის წინაშე ევროპის მოედანზე წარსდგა. მათი ორიგინალური შესრულება მუსიკალურ ხელოვნებაში იშვიათობად მიიჩნევა. თაიგერ ლილის მუსიკა ბერლინის კაბარეს, ანარქიული ოპერისა და ბოშური მუსიკის ნაზავია.

მერაბ სეფაშვილი 14 ოქტომბერს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, სოლოკონცერტს მართავს

სულ მალე კიდევ ერთი გრანდიოზული კონცერტის მომსწრენი გავხდებით. 14 ოქტომბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში მერაბ სეფაშვილი კონცერტს მართავს. ის სცენაზე მოღვაწეობის 40 წლის იუბილეს აღნიშნავს შესანიშნავ მუსიკოსებთან ერთად, რომლებიც მას გვერდს დაუმშვენებენ.

რეკლამა