ფეშენისტებმა კარგად იციან, რომ თბილისის მოდის კვირეულის რიგით მე-17 სეზონი 19-დან 22 აპრილის ჩათვლით გაიმართება, თუმცა მათ ვის ყურამდეც ჯერ ეს ამბავი არ მისულა, გეტყვით, რომ დიახ 19 აპრილიდან შემოდგომა-ზამთრის სეზონის კოლექციების ჩვენებებს, შოურუმს და სხვა ღონისძიებებს თბილისის მოდის კვირეული წარმოგვიდგენს მასპინძელი ლოკაცია კი თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი იქნება. თუმცა სანამ ჩვენებებზე გადავიდოდეთ იმასაც გეტყვით, რომ სოლო პროექტს „მედეა ჯაფარიძე – Style icon“ წარმოადგენს , რომელიც თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ბაღში ჩატარდება. 20 აპრილს კი ჩვენებებს სხვა ვინ თუ არა ლაშა ჯოხაძე გახსნის. დიზაინერი მოდის მოყვარულებში ყოველთვის იწვევს აღფრთოვანებას და ის ყოველთვის დახვეწილ, ჰაეროვან და გემოვნებიან სამოსს გვთავაზობს. ამჯერად კი როგორც ის თავად გვეუბნება გარკვეულ ექსპერიმენტს ატარებს და თბილისის მოდის კვირეულზე განსვავებულ ლაშა ჯოხაძეს ვიხილავთ.
April 4, 2018 / 10:15 pm
ნინიმ კლიპი სიმღერაზე „გულს“ გადაიღო, რომლის რეჟისორიც ლაშა ცერიაშვილია. ვიდეო რგოლი შავ-თეთრ ფერებშია გადაწყვეტილი. გადაღებები კი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მიმდინარეობდა, რაც კლიპს კიდევ უფრო გამორჩეულს ხდის.
თუ დიზაინერი კოლექციას შექმნის, მას სათანადო რეალიზება სჭირდება, სწორედ ამიტომ ამ საქმეში კომპეტენტურმა ადამიანებმა დამწყებ თუ უკვე შემდგან დიზაინერებს მოდის მარკეტინგის მნიშვნელობა და მთავარი არსი გააცნო.
ახალი ტალანტების აღმოჩენით დაიწყო თბილისის მოდის კვირეულის მე-2 დღე, სადაც 10-მდე ახალბედა დიზაინერი მაყურებლის და ჟიურის წინაშე „დიზაინერთა კონკურსზე“ წარსდგა. ისინი სხვადასხვა ნომინაციაში გახდნენ გამარჯვებულები, რომლებსაც პრიზები ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორებისგან გადაეცათ.
მე-17 სეზონი კი ქეთი ჩხიკვაძის შოუ-ჩვენებით დაიხურა, რომელიც გარდენ ჰოლში გაიმართა. ხელოვნური თოვლი, ფერადი ქსოვილები და მოქარგული ყვავილები ქეთი ჩხიკვაძემ თბილისის მოდის კვირეულის სტუმრები შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ამოგზაურა.
ახალი ტალანტების აღმოჩენით დაიწყო თბილისის მოდის კვირეულის მე-2 დღე, სადაც 10-მდე ახალბედა დიზაინერი მაყურებლის და ჟიურის წინაშე „დიზაინერთა კონკურსზე“ წარსდგა. ისინი სხვადასხვა ნომინაციაში გახდნენ გამარჯვებულები, რომლებსაც პრიზები ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორებისგან გადაეცათ.
თუ დიზაინერი კოლექციას შექმნის, მას სათანადო რეალიზება სჭირდება, სწორედ ამიტომ ამ საქმეში კომპეტენტურმა ადამიანებმა დამწყებ თუ უკვე შემდგან დიზაინერებს მოდის მარკეტინგის მნიშვნელობა და მთავარი არსი გააცნო.
ღონისძიება თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ეზოში ჩატარდა, სადაც გაცოცხლდა კადრები ფილმიდან „ქეთო და კოტე“, ასევე პერფორმანსის და გამოფენის სახით ვიხილეთ „ქეთოს სამოსი“, ყარაჩოღელებისა და სხვა ამონარიდები კლასიკად ქცეული ქართული ფილმიდან.
ვოგის ფურცლები, უცხოური პრესა და წარმატება. ეს ყველაფერი ქართველი დიზაინერებისთვის უცხო ამბავს აღარ წარმოადგენს. თბილისის მოდის კვირეულის მე-17 სეზონი კი სულ მალე გაიხსნება და ქართველი დიზაინერებიც ამისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან.