ლადო ათანელს ვარსკვლავს გაუხსნიან

0
1704

პირველ მუსიკალურ ბგერებს, ქართული ხალხური სიმღერებით, ოჯახშივე ეზიარა. ხალხურ სიმღერებს ნაზიარებმა ლადო ათანელმა მოისურვა, კლასიკურ ვოკალურ ხელოვნებაშიც მოესინჯა თავისი შესაძლებლობები და პირველივე ცდა ძალიან იღბლიანი აღმოჩნდა. დიდი ხელოვნებისკენ მიმავალი ურთულესი გზა მაესტროსთვის იოლი არ ყოფილა. მისი ნიჭის შედეგებიც და ის პოტენციაც, რომელიც ლადო ათანელს გააჩნია, მისი წარმატების გარანტია გახდა. მას არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც კარგად იცნობენ. მისმა მრავლწლიანმა გამოცდილებამ, მსმენელის სიყვარულმა განაპირობა, რომ 7 ივლისს ოპერისა და ბალეტის თეატრის წინ ვარსკვლავს გაუხსნიან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here