კონკურსი “სიყვარული ერთ კადრში“ – რა სიურპრიზს უმზადებს ტელეკომპანია Music box შეყვარებულ წყვილებს?

0
2031

სიყვარულის დღესთან დაკავშირებით ტელეკომპანია “Music box“ და რადიო “ფორტუნა +“ სახალისო კონკურსს გთავაზობენ. ვისაც საინტერესო სიყვარულის ამბავი გაქვთ, გინდათ, სხვებსაც გაუზიაროთ და თან პრიზებიც მოიგოთ, ამისთვის 14 თებერვლამდე ხელსაყრელი პერიოდია. ეცადეთ, თქვენი სასიყვარულო ისტორია, ერთ ფოტოში ასახოთ, ორიგინალურად დაასათაუროთ და განათავსოთ რადიო ფორტუნა პლიუსის საიტზე.

ხალხის რჩეულს, რომელსაც ლოპოტაზე დასვენების საშუალება მიეცემა, ინტერნეტმომხმარებელი გამოავლენს. ტელეკომპანია “მიუზიკ ბოქსი“ და რადიო „ფორტუნა +“, ასევე პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი “ისი პარი“ თავიანთ რჩეულებს გამოავლენენ, რომლებიც დაჯილდოვდებიან რესტორან “ტერასაზე“ რომანტიკული ვახშმის ვაუჩერითა და სამკაულების გალერეა-ბუტიკის “პონტე ვეკიო-სგან” დაწესებული პრიზებით. ეს ყველაფერი კი შეყვარებული წყვილისთვის, ნამდვილად კარგი საჩუქარია. ფოტოების გამოგზავნა 5 თებერვლის ჩათვლით შეგეძლებათ, გამარჯვებულები კი 13 რიცხში გამოვლინდებიან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here