კომპოზიტორი და მომღერალი დათო არჩვაძე ახალ პროექტზე მუშაობს

0
2993

ანსამბლ “ქართული ხმების” ახალი თაობის მომღერალი, დავით არჩვაძე, იმ მუსიკოსთა რიცხვს განეკუთვნება, რომელიც მუდამ საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. ის მსმენელს მუდმივად ანებივრებს ახალი ქართული ჰიტებითა და მუსიკალური საღამოებით. გარდა შემოქმედებითი კარიერისა, დათო რამდენიმე წელია პედაგოგიურ საქმიანობაშია ჩართული და არაერთ ახალგაზრდა დამწყებ მომღერალს წინსვლაში ეხმარება. ამის კარგი მაგალითია გუნდი “მოძახილი”, რომელმაც დათოს ხელმძღვანელობით არაერთ წარმატებას უკვე მიაღწია. ერთ-ერთი ასეთია ბულგარეთში გამართული მუსიკალური ფესტივალი, სადაც “მოძახილმა” დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here