ხალხის რჩეული რადიო “არ დაიდარდო” უკვე 14 წლის არის

0
1494

ხალხის რჩეული რადიო “არ დაიდარდო” უკვე 14 წლის არის. გახსნის დღიდან ის საკუთარ მსმენელს პოპულარული ქართული ესტრადითა და საუკეთესო რეტრო ჰიტებით ანებივრებს, სწორედ ამიტომ არის ის ხალხის ფავორიტი რადიო, რომელიც დაარსების დღიდან რადიო სადგურებს შორის პირველობას არ თმობს.
“არ დაიდარდომ” დაბადების დღე, თანამშრომლებისა და მეგობრების გარდა, ცნობილ მომღერლებთან, ნატო გელაშვილთან, თბილისურ პროჯექტთან და ლაშა ღლონტთან ერთად ქალაქგარეთ აღნიშნა. როგორც უკვე მიხვდებოდით, რადიოს დაბადების დღეს გიტარის, ქართული ჰანგებისა და ქართული ტრადიციული სუფრის გარეშე არ ჩაუვლია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here