კატო მიქელაძის სახელობის 2016 წლის პრემია – წლის აქტივისტი ქალი გენდერული უფლებების დაცვის საკითხში

კატო მიქელაძის სახელობის 2016 წლის პრემია – წლის აქტივისტი ქალი გენდერული უფლებების დაცვის საკითხში

ქალთა საზოგადოებრივი საქმიანობა საქართველოში მე-19 საუკუნის 60-იანი წლებიდან იღებს სათავეს, როცა ისინი სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე გამართულ საჯარო დისკუსიებში ჩაერთვნენ. დისკუსიები, ძირითადად მაშინდელი პერიოდიკის ფურცლებზე მიმდინარეობდა და სხვა მნიშვნელოვან პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებთან ერთად, ეხებოდა ქალის როლსა და დანიშნულებას საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში.

ოდნავ მოგვიანებით, წინ წამოიწია ქალთა ემანსიპაციის საკითხებმაც. რა თქმა უნდა, დროის სვლასთან ერთად ქალთა აქტივიზმი გაძლიერდა. დღეს კი თამამად შეიძლება ითქვას, რომ უფლებადამცველი ქალების საქმიანობას, დიდი წვლილი შეაქვს ქვეყნის განვითარებასა და უფლებების დაცვის საკითხებში. სწორედ ასეთი აქტივისტი ქალების დაფასებისთვისა და აღიარებისთვის, ქალთა ფონდმა საქართველოში, 2013 წელს „კატო მიქელაძის სახელობის პრემია“ დააწესა, რომელიც ყოველ წელს ქალთა უფლებების დამცველ ერთ აქტივისტს გადაეცემა.

November 30, 2016 / 10:32 pm

TOP გადაცემები

ჯომარდობა 2017, ვინ გახდა ტურნირის გამარჯვებული გუნდი და top 5-ში მოხვედრილი Music Box

ჟურნალისტებს, რომ ყველა სფეროს მორგება კარგად გამოსდის ეს უკვე უცხოს აღარავისთვის წარმოადგენს და შესაბამისად, ჯომარდობა სპორტის ის სახეობაა, რომელსაც მთელი ქართული მედია წლიდან წლამდე დიდი ენთუზიაზმით ელოდება. არც ჯომარდობა 2017 ყოფილა გამონაკლისი და საკუთარი ძალების გამოსაცდელად აჩქარებულ მტკვარს შეერკინენ, ნიჩბები ხელში მოიმარჯვეს და ნავებზე მოკალათდნენ. ეს იმისათვის, რომ საკუთარი კომპანიის სახელით შინ გამარჯვებულები დაბრუნებულიყვენ.

ჟურნალისტები პოდიუმზე ,“House laboratory-ს” და „MARUSINKA-ს“ look-ებში

ჟურნალისტები უკვე იმდენად გავთამამდით მსგავსი შემოთავაზებებით, რომ პოდიუმი ჩვენთვის უკვე უცხო სივრცეს არ წარმოადგენს. აქ მნიშვნელობა არ აქვს ხარ თუ არა 90-60-90, მთავარია იყო თავდაჯერებული, გამბედავი და მომხიბვლელი. ამჯერად კი მონაწილეობა "House laboratory-ის" სადებიუტო ჩვენებაში მივიღეთ და "marusinka-ს" ფეხსაცმელი მოვირგეთ. 18-მდე ახლადშექმნილი კოსტიუმი ქართველმა ჟურნალისტებმა მოირგეს და წითელ ხალიჩაზე გაიარეს.

აუზები, გართობა, განახლებული ატრაქციონები და სასრიალო ტოპოგანები. ევროპარკის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა.

უკვე ზაფხულია და მაღალი ტემპერატურაც დღითიდღე შემაწუხებელი ხდება, სწორედ ასეთი პერიოდისთვისაა ყველაზე ხელსაყრელი და რაც მთავარია, სასიამოვნო, ევროპარკი. ადგილი, სადაც ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად ასაკისა, კარგად გაერთობა, დაისვენებს და რა თქმა უნდა, გაგრილდება. სანამ ცხელ თბილისს გაექცეოდეთ და სასურველ არდადეგებს მოიწყობდეთ, გეტყვით, რომ ევროპარკის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა, სადაც გელოდებათ მზე, აუზები, გართობა, განახლებული ატრაქციონები და სასრიალო ტოპოგანები, კოქტეილები, მუსიკა და მოკლედ ყველაფერი ის, რაც თქვენი სასიამოვნო დასვენებისთვისაა საჭირო.

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

“გოგონა დაიბადა“ – გენდერული თანასწორობის თემაზე გამოფენა გაიმართა

საქართველოში, ტრადიციის მიხედვით, ბიჭის დაბადებას თოფის სროლით და დიდი ზარზეიმით აღნიშნავდნენ, გოგონას დაბადებისას კი სახლში ფაფას ამზადებდნენ. ეს პროცესი ყველანაირ აღფრთოვანებას მოკლებული იყო.

“შეეწინააღმდეგე რომ შეაჩერო“ – პირველი ლედი და ნინა სუბლატი – ქალთა ფონდი ძალადობის წინააღმდეგ

ძალადობის შედეგად მსოფლიოში უფრო მეტი ქალი კვდება, ვიდრე სიმსივნით, ავტო-საგზაო შემთხვევებში და ომის დროს ერთად. საქართველოში კი ყოველი მე-11 ქალი, მეუღლის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია. ამ პროლემის აღმოსაფხვრელად კი "ქალთა ფონდმა საქართველოში" შვედეთის საელჩოსა და "შვედური ინსტიტუტის" მხარდაჭერით დოკუმენტური პიესა "შვიდი" მარჯანიშვილის თეატრში დადგა, რომლის რეჟისორია სალომე ჯაში

რეკლამა