კაროლინა ჰერერას “Good Girl” მაღალ ქუსლებზე – პრეზენტაცია ისი პარის მიერ გამართულ ივენთზე

კაროლინა ჰერერას “Good Girl” მაღალ ქუსლებზე – პრეზენტაცია ისი პარის მიერ გამართულ ივენთზე

კაროლინა ჰერერას “Good Girl” მაღალ ქუსლებზე, სუნამოს პრეზენტაცია ქართველი ქალბატონებისთვის, ისი პარის მიერ გამართულ ივენთზე შედგა. მთავარი დრესკოდი მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელი გახლდათ. კაროლინა ჰერერა, ქალურობისა და ელეგანტურობის ნათელი მაგალითია. გარდა მისი დიზაინერული წარმატებებისა, ის ასევე წარმატებულია პარფიუმერულ საქმიანობაშიც. ამჟამად დიზაინერი პარფიუმის მოყვარულებს ახალ სურნელს სთავაზობს, რომლიც ცოტათი ირონიულად ჟღერს “Good Girl“ (კარგი გოგონა), თუმცა ამ ყველაფერს ფარული ქვეტექსტი აქვს, ეს უკანასკნელი იმდენად კარგია, რომ უნდა იყოს ცუდი. „It’s so good to be bad!“. სუნამოს ფლაკონიც თემატური და უპრეცენდენტოა, თითქოს გეუფლება შეგრძნება, რომ ის შენი პირადი ნივთია.

November 16, 2016 / 8:05 pm

TOP გადაცემები

“Tbilisi Fashion Week” დასრულდა – რატომ შეცვალა ლაშა ჯოხაძემ თოლიები ზღვის ვარსკვლავით?

"თბილისის მოდის კვირეული" ლაშა ჯოხაძემ დახურა, თუმცა სეზონის ბოლო ჩვენებამდე, მოდის მოყვარულებმა, მოწვეულმა სტუმრებმა, ბაიერებმა და ადგილობრივმა თუ საერთაშორისო მედიამ, არაერთი კოლექცია იხილა.

ანშლაგით ჩავლილი სტეფანეს კონცერტი – წლის ყველაზე მოთხონავდი ქართველი მომღერალი

მუსიკოსმა, მომღერალმა და პროდიუსერმა, სტეფანე მღებრიშვილმა "SpaceHall-ის" სივრცეში კონცერტი გამართა. ქართული სცენის ერთ-ერთმა გამორჩეულმა არტისტმა, რომლის შემოქმედებასაც მსმენელი უკვე 20 წელია იცნობს, საღამოზე შეკრებილ მაყურებელს მისი ძველი და ახალი ჰიტების ცოცხალი შესრულება შესთავაზა. სცენა სტეფანესთან ერთად, მაია დარსმელიძემ, ერეკლე დეისაძემ და ქეთათო ჩარკვიანმა დაიკავეს. საღამოს დაწყებამდე, რამდენიმე წუთით ადრე, სტეფანესთან გასაუბრებაც მოვახერხეთ.

რა ბიზნესი წამოიწყო სალომე გოგიაშვილმა და აპირებს თუ არა ტელეწამყვანი მეხუთე შვილის გაჩენას?

ტელეწამყვან სალომე გოგიაშვილს ჩვენი გადამღები ჯგუფი შინ ესტუმრა, სადაც მისი ოთხი შვილი იზრდება, მაშო, ციბუკა, იკა და დუდა. როგორც სალომე ამბობს, დროს ყველაფრისთვის პოულობს, ბავშვებთან ურთიერთობასაც ახერხებს, მეუღლესთან განმარტოებასაც და ასევე საკუთარ ბიზნესზე ზრუნვასაც. თვლის, რომ ახლა აქვს ყველაზე აქტიური ცხოვრება, რადგან ოთხი შვილის დედაა და მაქსიმალურად ცდილობს, დრო ოჯახსა და საქმიანობას თანაბრად დაუთმოს.

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

Cartier “BAISER FOU!” – ახალი პარფიუმერული სამკაული ისი პარისგან

აჩქარებული პულსი და გულისცემა, თვალისა და ხელის ნერვული მოძრაობები, დრო, როდესაც სამყარო თავდაყირა დგება, წამები უსასრულობაში გადადის და პირველი კოცნა, რომელიც არავის არასოდეს ავიწყდება. საუკუნეების განმავლობაში არაერთხელ უცდიათ შედარებებითა თუ მეტაფორებით, გადმოეცათ პირველი კოცნა, თუმცა ამჯერად ის "Cartier-ს" საკულტო სუნამოს "BAISER VOLE-ს" ხაზის ახალი ყვავილოვანი ქმნილების Cartier “BAISER FOU!-ს" ინსპირაციად იქცა. ახალი სურნელი კი ქართვuლ საზოგადოებას, პარფიუმერულმა ქსელმა "ისი პარიმ" წარუდგინა. არომატის პრეზენტაციაზე კი მან მედიის წარმომადგენლები მიიწვია და თამად შეიძლება ითქვას, რომ მათ ახალი სურნელის მეშვეობით თავბრუც დაახვია.

როკი, არტი და პარიზი – “ისი პარი” მომხმარებელს ბრენდის “Zadig & Voltaire” ახალ სუნამოებს სთავაზობს

როკი – როგორც გული, არტი – როგორც ინსპირაცია და პარიზი – როგორც შთამომავლობა, ეს გახლავთ ახალი სუნამოს არომატის კონცეფცია, რომელიც "Zadig & Voltaire-ს" ეკუთვნის. ბრენდის შექმნას საფუძვლად, ცნობილი ფრანგი ფილოსოფოსის, ვოლტერის შემოქმედება უდევს. "This is her" და "This is him" - ამ სახელწოდებით სუნამოები ქალბატონებისა და მამაკაცებისთვის შეიქმნა და მისი შეძენა მომხმარებელს ”ისი-პარის” ყველა ფილიალში შეუძლია.

ისი-პარის ექსკლუზიური მარგალიტი ქართველი ქალბატონებისთვის – “Sisley-ს” ახალი არომატი Izia

არაფერი ისე კარგად არ გადმოსცემს ჩვენი სხეულის სურვილებსა და სულის მოძრაობას, როგორც კარგად შერჩეული არომატი. სხეული და სუნი ჩვენი განუყოფელი ნაწილია. საკუთარი არომატის ძიებაკი კიდევ უფრო მეტ შრომას მოითხოვს. თუმცა თუ თქვენ ერთხელ მაინც გქონიათ Sisley-ს არომატებთან შეხება, დარწმუნებულები ვართ, რომ მის ერთგულ მომხმარებლად დარჩებოდით. პარფიუმერულმა კომპანიამ ”ისი-პარი” ქართველ მომხმარებელს, ექსკლუზიურად Sisley-ს ახალი სუნამო IziA წარუდგინა.

“ფორტუნა +-ის” და “მიუზიკ ბოქსის“ კონკურსის “სიყვარული ერთ კადრში“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ

სიყვარულის დღესთან დაკავშირებით, შეყვარებულებს ტელეკომპანია "Music box-მა“ და რადიო „ფორტუნა პლიუსმა“ სახალისო კონკურსი შესთავაზა, რომელიც მათი სიყვარულის ისტორიის, ერთ კადრით გადმოცემას გულისხმობდა. პროექტის ფარგლებში, საიტზე უამრავი საინტერესო, ორიგინალური და ლამაზი ფოტო განთავსდა. 129 მონაწილის ფოტოებიდან კი რჩეულები გამოვლინდნენ. კონკურსის - „სიყვარული ერთ კადრში“ მთავარი გამარჯვებულის გარდა, პრიზები სხვა მონაწილეებსაც გადაეცათ, რომლებიც პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელის "ისი პარის", ტელეკომპანია "მიუზიკ ბოქსისა" და რადიო "ფორტუნა პლიუსის" ფავორიტები გახდნენ. თითოეული გამარჯვებული კი ყვავილების მაღაზია "Flowers.ge-სგან" ულამაზესი თაიგულებით დასაჩუქრდა.

კონკურსი “სიყვარული ერთ კადრში“ – რა სიურპრიზს უმზადებს ტელეკომპანია Music box შეყვარებულ წყვილებს?

სიყვარულის დღესთან დაკავშირებით ტელეკომპანია "Music box“ და რადიო "ფორტუნა +“ სახალისო კონკურსს გთავაზობენ. ვისაც საინტერესო სიყვარულის ამბავი გაქვთ, გინდათ, სხვებსაც გაუზიაროთ და თან პრიზებიც მოიგოთ, ამისთვის 14 თებერვლამდე ხელსაყრელი პერიოდია. ეცადეთ, თქვენი სასიყვარულო ისტორია, ერთ ფოტოში ასახოთ, ორიგინალურად დაასათაუროთ და განათავსოთ რადიო ფორტუნა პლიუსის საიტზე.

რეკლამა