კამერა, რომელიც ფილმის გადაღებას გაამარტივებს

კამერა, რომელიც ფილმის გადაღებას გაამარტივებს

Go Pro-ს საპასუხოდ, რომელიც აქტიურად მუშაობს უპილოტო მფრინავი აპარატის შექმნაზე, დრონების მწარმოებელმა კომპანიამ DJI წარმოადგინა ორი ახალი კამერა უკვე არსებული დრონისთვის Inspire 1.

აქამდე გამოშვებულ საჰაერო კამერებს შორის, X5 და X5R პირველი კამერებია, რომლებიც აღჭურვილია Micro Four Third სენსორებით. როგორც DJI დამფუძნებელი ფრენკ ვანგი ამბობს, ამიერიდან შეგიძლიათ დააყენოთ ეს კამერები თქვენს დრონზე, აუშვათ ჰაერში და გქონდეთ კადრის სრული კონტროლი ფრენის დროს. ფილმის გადაღებისას კი ხარისხიანი ვიდეოს შექმნა უფრო სწრაფი და მარტივი გახდება. თითოეული კამერა იღებს ფოტოებს გაფართოებით 16 მეგაპიქსელი და
4K ვიდეოს სიხშირით 30 კადრი წამში. 340 გრამიანი კამერების მფლობელს შესაძლებლობა ექნება შეცვალოს აპერტურა და ლინზის ფოკუსი მაშინაც კი, როცა Inspire 1 ჰაერშია. ფრენის რეჟიმების და მართვის მექანიზმების სიმრავლით Inspire 1 უკონკურენტოა. კამერები კი არა მხოლოს ტექნიკური მახასიათებლებით, არამედ ფასითც გამორჩეულია. X5 2599 დოლარი, ხოლო X5R 7999 დოლარი ეღირება.

September 15, 2015 / 8:26 pm

საკვანძო სიტყვები

TOP გადაცემები

Facebook

რეკლამა

რეკლამა