კახეთში ლიტერატურული კონკურსი “პენმარათონი 2018“ ჩატარდა

0
1449

ლიტერატურული ცხოვრების გამრავალფეროვნება, ახალი სახელების აღმოჩენა და მხატვრული პროზის საინტერესო ნიმუშების შექმნა ცოცხალი შეჯიბრის პროცესში, სწორედ ეს არის საერთაშორისო ლიტერატურული კონკურსის „პენმარათონის“ ჩატარების მთავარი მიზანი, “პენმარათონი“ უკვე ექვსჯერ ჩატარდა საქართველოში. კონკურსმა კი თავის მხრივ უკვე გამოკვეთა ახალი ლიტერატურული ტენდეციები და ხელი შეუწყო მწერლობის დარგში პროცესების განვითარებას, 9 გერმანელი და 14 ქართველი ავტორის გარდა, პროექტის ფარგლებში საქართველოს გერმანული დელეგაცია კოკურსის ჟიურის, თანაორგანიზატორების, ლიტერატურის კრიტიკოსებისა და ბლოგერების შემდგენლობით ეწვია, რადგან „პენმარათონი 2018“ მთლიანად ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტს და საერთაშორისო ქართულ-გერმანულ ფორმატში ჩატარებას ეძღვნება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here