ჯადოსნური ამბავი და ფანტასტიკური საღამო რადიო ფორტუნას მხარდაჭერით „მაკნატუნა-ოთხი სამეფოს“ პრემიერა

0
1394

რადიოჰოლდინგ ფორტუნას მხარდაჭერით და კომპანია Geo world-ის ორგანიზებით „კავეა გალერეამ“ „მაკნატუნა-ოთხი სამეფოს“ პრემიერას უმასპინძლა. ფილმის ქართულ პრემიერას ყველასათვის ნაცნობი სახეები შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად დაესწრნენ. მონაწილეობა მიიღეს სპეციალურად მოწყობილ ფოტოსესიაში და საზეიმოდ ტორტიც გაჭრეს. გეტყვით, რომ „მაკნატუნა-ოთხი სამეფო“ ეს არის ფილმი, რომელიც ერნსტ თეოდორ ჰოფმანის კლასიკური საშობაო ზღაპრის მიხედვით არის გადაღებული, დისნეის დაკვეთით, რაც ლასე ჰალსტრიომმა და ჯო ჯონსონმა შეასრულეს. მთავარ როლს 18 წლის ამერიკელი მსახიობი მაკენზი ფოი ასრულებს, რომელსაც პარტნიორობას ისეთი ვარსკვლავები უწევენ, როგორებიც: კირა ნაითლი, მორგან ფრიმენი და ჰელენ მირენი არიან. სიუჟეტი გოგონა კლარას ამბავს გვიყვება, რომელსაც დედამ სახსოვრად მნიშვნელოვანი ნივთი დაუტოვა, მის გასახსნელად კი უნიკალური გასაღებია საჭირო. თუ როგორ იპოვის კლარა ამ უკანასკნელს ამიერიდან უკვე შეგიძლიათ საქართველოს კინოთეატრებში იხილოთ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here