ირანელი წარმოშობის ჰოლანდიელი მუსიკოსი SEVDALIZA და ბრიტანული როკ ჯგუფი Anathema. Tbilisi open air-ის პირველი დღე.

0
2196

ყველაზე მეტად რაც მუსიკალურ ფესტივალებს ხიბლს აძლევს და მსმენელს იზიდავს, ეს არის ღია ცის ქვეშ ბალახზე წამოკოტრიალება და სასურველი თუ საყვარელი მუსიკოსების მოსმენა. არავითარი სტადიონი და საკონცერტო დარბაზი! ამ ყველაფერს კი სხვა ვინ შემოგვთავაზებდა, თუ არა Tbilisi Open Air 2017? საფესტივალო ქალაქმა წელს ბინა 16, 17 და 18 ივნისის ჩათვლით ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე Lisi Wonderland-ში დაიდო.
“მუსიკა ათავისუფლებს” – ამ ფრაზის რეალობის დასამტკიცებლად AlterVision ჯგუფმა მუშაობა წლების წინ დაიწყო. თბილისი Open Air კი იმის ნათელი მაგალითია, რომ ქართველი მელომანების გემოვნებაც წლებთან ერთად ვითარდება. სამ დღიანი მუსიკალური ფესტივალის line up-ის გამხელის დღიდან ამ დაუვიწყარ დღეებს მოუთმენლად ველოდებოდით.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here