იმიტირებული სექსი, უცენზურო სიტყვები და მთავარი ინტერესი, თავისუფლება – მუს-კომედიის პროვოკაცია

იმიტირებული სექსი, უცენზურო სიტყვები და მთავარი ინტერესი, თავისუფლება – მუს-კომედიის პროვოკაცია

ტყუილი არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ტაბუდადებული თემები არც ჩვენს ცხოვრებაში, არც კინოსა და არც თეატრში აღარ არსებობს. ამის კარგი მაგალითი, სპექტაკლის „აი იქ“ პრემიერაა, რომელიც მუსიკისა და დრამის თეატრში გაიმართა.

წარმოდგენა ორ მოქმედებიანი იყო, ჟანრით, სტილით და ნარატივით ერთმანეთისაგან განსხვავებული, თუმცა ორივე მათგანში ინტერესის საგანი მხოლოდ თავისუფლებაა. თავისუფლება აზრის, სინდისის, ინდივიდისა და საზოგადოების.

მეორე მოქმედების ფსევდო დეტექტივი, არასრულწლოვანი გოგონას მკვლელობაა, რომელიც პირველი მოქმედების ოთხი პერსონაჟის ოთხ დამოუკიდებელ ისტორიას უპირისპირდება. პიესის მთავარი პერსონაჟები ამბოხებული ქალები არიან, რომლებიც საზოგადოებრივი აზრის, ბედისწერის, ვნებებისა თუ გონიერების წინააღმდეგ ხმას იმაღლებენ.

October 18, 2016 / 10:14 pm

TOP გადაცემები

ნიაზ დიასამიძე კონცერტისთვის ემზადება

ნიაზ დიასამიძე კონცერტისთვის ემზადება

მუსიკალური მეგა შოუ „დიდი სცენის“ ფინალური დღე – გამარჯვებუჯლები და რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ რჩეული

მუსიკალური მეგა შოუ „დიდი სცენის“ ფინალური დღე - გამარჯვებუჯლები და რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ რჩეული

„ალუტექ ჯორჯიას“ ახალი საწარმოსა და პროდუქციის წარდგენა

„ალუტექ ჯორჯიას“ ახალი საწარმოსა და პროდუქციის წარდგენა

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

“ბალიშის კაცუნა“ – სპექტაკლი 3 ანტრაქტით და მსუბუქი ვახშმით – მუსიკისა და დრამის თეატრში

მუსიკისა და დრამის თეატრი ის ადგილია, სადაც კლასიკურ დრამატურგიაზე დაყრდნობით, თეატრალური ექსპერიმენტები ხორციელდება. წლების წინ დავით დოიაშვილის დაწყებულმა ექსპერიმენტებმა, ახალგაზრდა მსახიობებთან უკვე სასურველი შედეგი გამოიღო, რაზეც „ბალიშის კაცუნა" - სპექტაკლი 3 ანტრაქტით და მსუბუქი ვახშმით მოწმობს.

ქართველი მედეა ქართულ სამზარეულოში და ცნობილი ამბის ახლებური ინტერპრეტაცია

25 ოქტომბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით თბილისი საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს მასპინძლობდა. მაყურებელმა უკანასკნელი დღეების განმავლობაში, ძველი თუ ახალი ევროპული და ქართული სპექტაკლები იხილა. საერთაშორისო თეატრალებმა კი თავიანთი გამოცდილება ერთმანეთს გაუზიარეს. ფესტივალი 8 ოქტომბერს რამდენიმე თეატრში უკვე კარგად ნაცნობი თუ საპრემიერო წარმოდგენებით დაგვირგვინდა.

რეკლამა