იგეგმება თუ არა სამთავრობო ცვლილებები?

იგეგმება თუ არა სამთავრობო ცვლილებები?

მთავრობის ახალი შემადგენლობა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. პრემიერ მინისტრი კონკრეტულ გვარებს ჯერჯერობით არ ასახელებს, თუმცა აცხადებს, რომ მინისტრთა კაბინეტში ახალი სახეებიც იქნებიან. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მინისტრთა მომავალ კაბინეტში ძალოვანი უწყებების მინისტრების ცვლილება არ იგეგმება.

მთავრობისგან განსხვავებით, თანამდებობები უკვე გადანაწილებულია პარლამენტში. თუმცა, ორი კომიტეტის – ადამიანის უფლებათა დაცვის და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარეების პოსტები ამ დრომდე ვაკანტურია.

პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძის განდიდატურა არის წარდგენილი. კობახიძის მოადგილეებად კი თამარ ჩუგოშვილი, გია ვოლსკი და ზვიად ძიძიგური არიან წარდგენილნი.

წარდგენილ კანდიდატურებს მე-9 მოწვევის პარლამენტში 19 ნოემბერს დაამტკიცებენ.

November 10, 2016 / 4:02 pm

TOP გადაცემები

როგორ გავაფორმოთ სუფრა და მოვრთოთ ინტერიერი ახალი წლისთვის – რას გვთავაზობს KAPA Habitat ?

ახალი წელი სასწაულებით აღსავსეა, სადაც ყველაფერი ანათებს, ბრწყინავს და გაჯადოვებს, გიჩენს სურვილს მოუწყო საყვარელ ადამიანებს განსაკუთრებული, ჯადოსნური დღესასწაული. ჯადოსუნური ღამის დადგომამდე, თითქმის ერთი თვე დარჩა და ჩვენს დედქალაქშიც დიდი სამზადისი, უკვე შეიმჩნევა. ამ მხრივ მაღაზია "KAPA Habitat" -იც არ ჩამორჩება და უკვე საახალწლო ვიტრინაც მორთო.

მხატვარ გიორგი კანდელაკის პროტესტი აბორტის წინააღმდეგ – ჩვენი დროის თანამედროვე ხელოვანი

ის ვინც ხატავს, ყველაზე მეტად გვიყურებს ჩვენ ადამიანებს გულებში და მერე ჩვენს დანაოჭებულ სახეს ტილოზე ასწორებს. მხატვარი ყველაფერს ხედავს. ნანახს ჩვენთვის გასაგებად გვაჩვენებს, შემდეგ ქრება თვითონ, ხოლო მისი სამყარო მუდამ გაუგებარი იქნება ჩვენთვის... ხშირად გაიგონებთ, რომ თვალები სულის სარკეაო, მაგრამ მხატვარ გიორგი კანდელაკისთვის თვალის ფუნქციას ყური ასრულებს.

Fashion Time – დიზაინერი ნინი ჭელიძე

რა წარმატებებს მიაღწია ახალგაზრდა დიზაინერმა და საიდან დაიწყო მისი კარიერა? რას სთავაზობს ნინი თავის მომხმარებელს და სად შეიგიძლიათ იხილოთ მისი შოუ რუმი? ყველაფერს ამას ჩვენი გადაცემიდან გაიგებთ.

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

მთავრობის ახალი შემადგენლობა ცნობილია

მთავრობის ახალი შემადგენლობა უკვე ცნობილია. პრემიერმინისტრობის მოვალეობის შემსრულებელის გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით, ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს დიმიტრი ქუმსიშვილი შეცვლის.

მთავრობის ბოლო სხდომა – პრემიერის გადაწყვეტილება

საქართველოს მთავრობამ არსებული შემადგენლობით ბოლო სხდომა გამართა. სხდომაზე რამდენიმე საკითხი განიხილეს, მათ შორის იყო დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის გაუქმება. როგორც ცნობილია, აღნიშნული აპარატი საგარეო საქმეთა სამინისტროს შეუერთდება. დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე კი, პრემიერის თქმით, დიპლომატიურ საქმიანობას დაუბრუნდება.

20 მილიონი ლარი 60 სოფლის გაზიფიცირებისთვის

პრემიერმინისტრმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე რამდენიმე ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით ისაუბრა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, აწარმოე საქართველოს ფარგლებში, დაგეგმილია სამი ახალი პროექტის განხორციელება.ასევე, როგორც დღეს მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი, პრემიერის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა 20 მილიონი ლარი. ამ თანხით 21 მუნიციპალიტეტის 60-ზე მეტი სოფლის გაზიფიცირება იგეგმება.

საქართველოს პრემიერის ვიზიტი ჩეხეთში გრძელდება

საქართველოს პრემიერის ვიზიტი ჩეხეთში გრძელდება. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გიორგი კვირიკაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს მილოშ ზემანს შეხვდა. შეხვედრაზე პოლიტიკურ-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

პროგრამაში ”აწარმოე საქართველოში“ ცვლილელები შედის

სახელმწიფო პროგრამის ”აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში საწარმოების შესაქმნელად, კომერციული ბანკის მიერ გაცემული სესხის მინიმალური მოცულობა 150 000 ლარითა (ნაცვლად 250 000 ლარისა) და 75 000 დოლარით (ნაცვლად 150 000 დოლარისა) იქნება განსაზღვრული. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა. მისი განმარტებით, მეწარმეების კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობის მიზნით, იცვლება და უმჯობესდება პროგრამის რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულება.

რეკლამა