იემენში კონფლიქტს 7000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

იემენში კონფლიქტს 7000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, იემენში მიმდინარე კონფლიქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 7000-ს გადააჭარბა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, გასული წლის მარტიდან, საბრძოლო მოქმედებების შედეგად, 36000-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. 2 მილიონი ადგილობრივი მცხოვრები კი, იძულებული გახდა, საცხოვრებელი სახლი მიეტოვებინა.

როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აღნიშნავენ, შეიარაღებულმა კონფლიქტმა ქვეყანაში უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისი გამოიწვია.

November 10, 2016 / 4:04 pm

TOP გადაცემები

“Tbilisi Fashion Week” დასრულდა – რატომ შეცვალა ლაშა ჯოხაძემ თოლიები ზღვის ვარსკვლავით?

"თბილისის მოდის კვირეული" ლაშა ჯოხაძემ დახურა, თუმცა სეზონის ბოლო ჩვენებამდე, მოდის მოყვარულებმა, მოწვეულმა სტუმრებმა, ბაიერებმა და ადგილობრივმა თუ საერთაშორისო მედიამ, არაერთი კოლექცია იხილა.

ანშლაგით ჩავლილი სტეფანეს კონცერტი – წლის ყველაზე მოთხონავდი ქართველი მომღერალი

მუსიკოსმა, მომღერალმა და პროდიუსერმა, სტეფანე მღებრიშვილმა "SpaceHall-ის" სივრცეში კონცერტი გამართა. ქართული სცენის ერთ-ერთმა გამორჩეულმა არტისტმა, რომლის შემოქმედებასაც მსმენელი უკვე 20 წელია იცნობს, საღამოზე შეკრებილ მაყურებელს მისი ძველი და ახალი ჰიტების ცოცხალი შესრულება შესთავაზა. სცენა სტეფანესთან ერთად, მაია დარსმელიძემ, ერეკლე დეისაძემ და ქეთათო ჩარკვიანმა დაიკავეს. საღამოს დაწყებამდე, რამდენიმე წუთით ადრე, სტეფანესთან გასაუბრებაც მოვახერხეთ.

რა ბიზნესი წამოიწყო სალომე გოგიაშვილმა და აპირებს თუ არა ტელეწამყვანი მეხუთე შვილის გაჩენას?

ტელეწამყვან სალომე გოგიაშვილს ჩვენი გადამღები ჯგუფი შინ ესტუმრა, სადაც მისი ოთხი შვილი იზრდება, მაშო, ციბუკა, იკა და დუდა. როგორც სალომე ამბობს, დროს ყველაფრისთვის პოულობს, ბავშვებთან ურთიერთობასაც ახერხებს, მეუღლესთან განმარტოებასაც და ასევე საკუთარ ბიზნესზე ზრუნვასაც. თვლის, რომ ახლა აქვს ყველაზე აქტიური ცხოვრება, რადგან ოთხი შვილის დედაა და მაქსიმალურად ცდილობს, დრო ოჯახსა და საქმიანობას თანაბრად დაუთმოს.

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

იემენში ტერაქტს 41 ადამიანი ემსხვერპლა

მორიგი ტერაქტი იემენში. ბოლო მონაცემებით ქალაქ ადენში მომხდარი აფეთქების დროს 41 ადამიანი დაიღუპა. პირველი ასაფეთქებელი მოწყობილობა იემენის არმიის ერთ-ერთი გენერლის სახლთან ამოქმედდა. რამდენიმე წუთში მეორე აფეთქება მოხდა სამხედრო ბაზასთან. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

იემენში აეროპორტთან ავტომობილი აფეთქდა

იემენში, ადენის აეროპორტთან ავტომობილი აფეთქდა. დიდი სიჩქარით მიმავალი მძღოლი სამართალდამცველთა მოთხოვნას არ დაემორჩილა და საკონტროლო-გამშვები პუნქტი გადალახა. სამართალდამცველთა მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად, ავტომობილი აფეთქდა. შემთხვევას ოთხი სამართალდამცველი ემსხვერპლა, ორი კი მძიმედ დაშავდა.

აფეთქება იემენში

იემენის ქალაქ ადენში აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაშავებულია 10 ადამიანი. აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა ფეხბურთის სტადიონთან ახლოს განახორციელა. როგორც მედია წერს, თავდასხმის ობიექტი სამხედროები იყვნენ, რომლებიც სტადიონთან ახლოს იდგნენ და ავტობუსებს ელოდებოდნენ. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია.

ზიკას ვირუსი ევროპაშიც დაფიქსირდა

ესპანეთში ორსულ ქალს ზიკას ვირუსი აღმოაჩნდა. უცხოური მედიის ცნობით, ეს ევროპაში პირველი მსგავსი შემთხვევაა. როგორც ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, დაინფიცირებული კოლუმბიაში იმყოფებოდა. ზიკას ვირუსი, რომელიც ამერიკის კონტინენტებზეა გავრცელებული, ნაყოფში ტვინის განუვითარებლობას - მიკროცეფალიას იწვევს. ვირუსი კოღოს ნაკბენით გადადის.

ნიუ-იორკში ზიკას ვირუსის 3 შემთხვევა გამოვლინდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ზიკას ვირუსის გავრცელების ტემპს საგანგაშოს უწოდებს. ვირუსის შემთხვევები უკვე 23 ქვეყანაშია გამოვლენილი.

რეკლამა