იაპონიაში 6.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

იაპონიაში 6.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

იაპონიის დასავლეთით მდებარე ქალაქ ტოტორიში 6.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა “როიტერსის” ინფორმაციით, სტიქია ადგილობრივი დროით 14:10 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი, ტოტორი, დასავლეთ ტოკიოდან, დაახლოებით, 700 კილომეტრში მდებარეობს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ამ დროისათვის, ცუნამის საფრთხე არ არსებობს. დაშავებულთა შესახებ ან დაზიანებულ შენობებზე ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება.

October 21, 2016 / 11:03 pm

საკვანძო სიტყვები

TOP გადაცემები

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

იაპონიასა და არგენტინაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

იაპონიის აღმოსავლეთ სანაპიროზე 7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. უცხოური მედიის ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 6:49 საათზე ცუნამი დაიწყო, ტალღის სიმაღლემ 1 მეტრს გადააჭარბა.

ეკვადორში მიწისძვრას 413 ადამიანი ემსხვერპლა

ბოლო მონაცემებით, ეკვადორში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 413-მდე გაიზარდა. სტიქიის დროს დაშავდა 2 000-ზე მეტი ადამიანი. 7,8 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგებმა უამრავი შენობა გაანადგურა.

მიწისძვრა იაპონიაში

იაპონიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა და 250 დაშავდა. მიწისქვეშა ბიძგებმა ქვეყნის სამხრეთ რეგიონებში სახლები და ელექტროგადამცემი ბოძები დააზიანა. მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებში საგანგებო რეჟიმში მუშაობენ სამაშველო ჯგუფები.

ტაივანში მიწისძვრას 40 ადამიანი ემსხვერპლა

ტაივანში, რამდენიმე დღის წინ მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 40-ს გადააჭარბა, 100-ზე მეტი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. 6,4 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად ყველაზე მეტად ტაივანის მუნიციპალიტეტი დაზარალდა. ტაივანის მერის ცნობით, სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება, მაშველები ვარაუდობენ, რომ ნანგრევების ქვეშ ცოცხალი ადამიანები არიან.

ტაივანში მიწისძვრას 35 ადამიანი ემსხვერპლა

ტაივანში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 35-მდე გაიზარდა. სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. მათი უმრავლესობა 17 სართულიან საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა, რომელიც 6,4 მაგნიტუდის მიწისძვრამ მთლიანად დაანგრია. სამაშველო სამუშაოები შენობის ნანგრევებში ამ დრომდე გრძელდება.

რეკლამა