იაპონიასა და არგენტინაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

იაპონიასა და არგენტინაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

იაპონიის აღმოსავლეთ სანაპიროზე 7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. უცხოური მედიის ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 6:49 საათზე ცუნამი დაიწყო, ტალღის სიმაღლემ 1 მეტრს გადააჭარბა.

მიწისძვრის ეპიცენტრი ფუკუშიმას პროფექტურის ქალაქ ივაკიდან 67 კილომეტრის დაშორებით იყო. სტიქიის შედეგად დაღუპულებისა დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.

ძლიერი მიწისძვრა მოხდა არგენტინის დასავლეთითაც, სადაც სიმძლავრემ 6.4 მაგნიტუდა შეადგინა. BBC-ის ინფორმაციით, ეპიცენტრი პროვინცია სან-ხუანში იყო. არგენტინის სეისმოლოგიური ინსტიტუტის ხელმძღვანელის ალეხანდრო ჯულიანოს თქმით, 1980-იანი წლების შემდეგ ქვეყანაში ასეთი ძლიერი მიწისძვრა არ მომხდარა.

November 25, 2016 / 5:36 pm

საკვანძო სიტყვები

TOP გადაცემები

ქართველი მომღერალი წყვილი, რომელიც შვილის გაჩენას სუროგაციის გზით აპირებს

ლოლიტა გიორგიზე ათი წლით უფროსია, ქართული საზოგადოება კი ასეთ წყვილებს რთულად იღებს. დიდი ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, მათ ჰარმონიული ოჯახი აქვთ და ასაკს საერთოდ ვერ გრძნობენ. საქართველოში წარუმატებელი მკურნალობის შემდეგ, ცოტა ხნის წინ, სუროგაციის მიზნით მათ ისრაელის ერთ-ერთ კლინიკას მიმართეს.

ქართველი ლამაზმანები, რომლებიც საკუთარ სილამაზეს პლასტიკურ ქირურგიას უნდა უმადლოდნენ

კრიზისის მიუხედავად, ქართველი ქალების უმეტესობა უშურველად აგროვებს ფულს სხეულის ამა თუ იმ ნაწილის ფორმის შესაცვლელად. პლასტიკურ ქირურგ გია გვარამიას თქმით, ყველაზე ხშირად ქართველი ქალები, მკერდს იდიდებენ და ცხვირის რინოპლასტიკას იკეთებენ. პლასტიკურ ქირურგიაზე უარს, არც ცნობილი ქართველები ამბობენ, ისინი სისტემატურად სტუმრობენ ქირურგს, ზოგი მკერდს იდიდებს, ზოგი ტუჩს, ზოგი წარბის ფორმას იცვლის, ზოგი ზედმეტ კილოგრამებს იშორებს და ა.შ… სიუჟეტში ნახავთ ყველაზე ცნობილ ქართველ ვარსკვლავებს, რომლებმაც საკუთარი ვიზუალი, სწორედ პლასტიკური ქირურგიის დახმარებით შეცვალეს

რა შეცდომა დაუშვა თიკა ფაცაციამ და აპირებს თუ არა ცნობილი ტელესახე მეოთხე შვილის გაჩენას?

2006 წელს კი თიკას სინგლი „სიმართლის დროა“ მუსიკალური ჩარტების სათავეში მოექცა. დატვირთული კარიერული ცხოვრების მიღმა, მან ოჯახიც შექმნა და დღეს ის სამი შვილის დედაა. ამბობს, რომ შვილებს მკაცრად არ ზრდის, თუმცა ცდილობს მათი ყოველი ნაბიჯი იცოდეს. ვერავინ უარყოფს, რომ ცნობილი და წარმატებული ქალისთვის რთული საქმეა დიასახლისობაც მოირგოს, თუმცა როგორც თიკა გვეუბნება, ეს ყველაფერი მას კარგად გამოსდის და მეოთხე შვილის გაჩენაზეც ფიქრობს.

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

იაპონიაში 6.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

იაპონიის დასავლეთით მდებარე ქალაქ ტოტორიში 6.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა "როიტერსის" ინფორმაციით, სტიქია ადგილობრივი დროით 14:10 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი, ტოტორი, დასავლეთ ტოკიოდან, დაახლოებით, 700 კილომეტრში მდებარეობს.

თავდასხმა იაპონიაში პანსიონზე

იაპონიაში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების პანსიონზე დანით შეიარაღებული მამაკაცის თავდასხმის შედეგად სულ მცირე 19 ადამიანი გარდაიცვალა, 45 კი დაიჭრა.

ეკვადორში მიწისძვრას 413 ადამიანი ემსხვერპლა

ბოლო მონაცემებით, ეკვადორში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 413-მდე გაიზარდა. სტიქიის დროს დაშავდა 2 000-ზე მეტი ადამიანი. 7,8 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგებმა უამრავი შენობა გაანადგურა.

მიწისძვრა იაპონიაში

იაპონიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა და 250 დაშავდა. მიწისქვეშა ბიძგებმა ქვეყნის სამხრეთ რეგიონებში სახლები და ელექტროგადამცემი ბოძები დააზიანა. მიწისძვრით დაზარალებულ რეგიონებში საგანგებო რეჟიმში მუშაობენ სამაშველო ჯგუფები.

ტაივანში მიწისძვრას 40 ადამიანი ემსხვერპლა

ტაივანში, რამდენიმე დღის წინ მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 40-ს გადააჭარბა, 100-ზე მეტი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. 6,4 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად ყველაზე მეტად ტაივანის მუნიციპალიტეტი დაზარალდა. ტაივანის მერის ცნობით, სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება, მაშველები ვარაუდობენ, რომ ნანგრევების ქვეშ ცოცხალი ადამიანები არიან.

რეკლამა