საქართველოში, ტრადიციის მიხედვით, ბიჭის დაბადებას თოფის სროლით და დიდი ზარზეიმით აღნიშნავდნენ, გოგონას დაბადებისას კი სახლში ფაფას ამზადებდნენ. ეს პროცესი ყველანაირ აღფრთოვანებას მოკლებული იყო.
დღემდე, საქართველოში, სადაც შობადობის ბალანსი დარღვეულია, უფრო მეტი ვაჟი იბადება, ვიდრე გოგო, რაც ძირითადად, შერჩევითი აბორტის შედეგია.
ამ თემასთან დაკავშირებით, გაერო-ს მოსახლეობის ფონდის ორგანიზებით, ფოტოგრაფ დინა ოგანოვას გამოფენა „გოგონა დაიბადა“ გაიმართა. ფოტოპროექტი თბილისსა და კახეთში მცხოვრები იმ ოჯახების შესახებ გვიამბობს, რომელთაც მხოლოდ გოგონები ჰყავთ.
November 29, 2016 / 10:27 pm
მოგზაურობა, დასვენება, განტვირთვა ალბათ, ის არის, რაც ყველა ჩვენთაგანისთვის ბედნიერების მომტანია. საქართველო კი, როგორც მოგეხსენებათ, განსაკუთრებული ბუნების მქონე ქვეყანაა და ტურისტებისთვის ყოველთვის სასურველი ლოკაცია.
ბლექ სი არენა და ანაკლია კი მელომანებისთვის ერთ-ერთი საყვარელი ადგილი გახდა. სწორედ მუსიკალური სეზონის შესახებ ისაუბრა ანი კავლელიშვილმა ჩვენი კამერების წინ, რომელიც ბლექ სი არენას დირექტორია და ასევე მას და მის გუნდს ანაკლიაში მუსიკალური ღონისძიებების მენეჯმენტიც ევალება.
რუსთავის ავტოდრომზე კომპანია Chigogidze Wines სპონსორობით Porshe Sport Challenge Georgia 2018 ჩატარდა, რბოლაში როგორც ქართველი ისე უცხოელი სტუმრები მონაწილეობდნენ.
ქალთა საზოგადოებრივი საქმიანობა საქართველოში მე-19 საუკუნის 60-იანი წლებიდან იღებს სათავეს, როცა ისინი სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე გამართულ საჯარო დისკუსიებში ჩაერთვნენ. დისკუსიები, ძირითადად მაშინდელი პერიოდიკის ფურცლებზე მიმდინარეობდა და სხვა მნიშვნელოვან პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებთან ერთად, ეხებოდა ქალის როლსა და დანიშნულებას საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში.
საქართველოში, სიღარიბის მაჩვენებელი 3,9%-დან 2,1%-მდე შემცირდა. ბავშვიან ოჯახებს შორის სიღარიბის მაჩვენებელი უფრო მაღალია ვიდრე უბავშვო ოჯახებში. ასეთია გაერო-ს ბავშვთა ფონდის მიერ მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის შედეგები.
66 წლის ანტონიო გუტიერეში, გაეროს დევნილთა კომისარიატს 10 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, მანამდე კი პორტუგალიის პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა. ანტონიო გიურეში გენერალური მდივნის რანგში მუშაობას 2017 წლის 1-ელი იანვრიდან შეუდგება.
ადრეულ ასაკში გათხოვება ერთ-ერთი გადაუჭრელი პრობლემაა საქართველოში. გოგონებს ერთმევათ ბავშვობა და მოზარდობა. მოკლებულები არიან განათლებას, დასაქმებას და პერსონალურ თავისუფლებას. გოგონების ადრეულ ასაკში გათხოვება მათ ფიზიკურ ჯანმრთელობაზეც მოქმედებს. არასწულწლოვანი გოგონების გარდაცვალების მიზეზები, ხშირ შემთხვევაში ორსულობას და მასთან დაკავშირებულ გართულებებს უკავშირდება.
2017 წლის იანვრიდან გაეროს ახალი გენერალური მდივანი ეყოლება. ბან გი მუნის შემცვლელად, პორტუგალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და გაეროს ყოფილი კომისრის, ანტონიო გუტიერეშის კანდიდატურა დასახელდა. კანდიდატის საბოლოოდ დასამტკიცებლად, გაეროში რამდენიმე პროცედურაა დარჩენილი.