“ღვინო, დუდუკი, ქალები” – ლაშა რამიშვილის ახალი გადაცემა და მისი პირველი სტუმარი მამუკა ონაშვილი

0
2150

ქართული სუფრა, შეიძლება ითქვას, კულტურული ტრადიციის მნიშვნელოვანი მონაპოვარია. დღესდღეობით მას, ქართველობის ერთ-ერთ მთავარ საიდენტიფიკაციო ნიშნად მიიჩნევენ. ეს ტრადიცია მრავალი საუკუნეა არსებობს და მიუხედავად არაერთი მატერიალური გასაჭირისა და სიდუხჭირისა, რომელიც ქვეყანამ უკანასკნელ ხანს გამოიარა, იგი არსებობას მაინც განაგრძნობს. რადიოწამყვანმა და მსახიობმა, ლაშა რამიშვილმა კი ქართულ სუფრაზე, მის ტრადიციებსა და აკადემიურ ხასიათზე გადაცემა გააკეთა, რომელიც ყოველ ორშაბათს 7 საათზე რადიო “არ დაიდარდოს” ეთერში გავა. “ღვინო, დუდუკი, ქალები” შემეცნებითთან ერთად, გასართობი ხასიათის გადაცემაა, სადაც წამყვანთან ერთად თქვენს განწყობაზე, მიწვეული სტუმრებიც იზრუნებენ. ჩვენი გადამღები ჯგუფი, ლაშას პირველი ეთერის დროს ესტუმრა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here