“Gem Fest“ – ის პარტნიორი “BBC“ გახდა – ელექტრონული მუსიკის ფესტივალი, ძალებს იკრებს

“Gem Fest“ – ის პარტნიორი “BBC“ გახდა – ელექტრონული მუსიკის ფესტივალი, ძალებს იკრებს

ელექტრონული მუსიკის ფესტივალ GEM FEST-ის ოფიციალური მედიაპარტნიორი, ტელეკომპანია BBC ხდება. ერთწლიანი თანამშრომლობის კონტრაქტს ხელი, ფესტივალის ორგანიზატორმა, გიორგი სიგუამ და ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დღეს მოაწერეს.

თანამშრომლობის ფარგლებში, განმუხურში ბიბისის სტუდია აშენდება, საიდანაც ელექტრონული ფესტივალის ტრანსლაცია, პირდაპირ ეთერში მოხდება.

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი GEM FEST მომავალ ზაფხულს, ანაკლიაში, 14 ივლისს დაიწყება და 1 თვეს გაგრძელდება. ფესტივალი 2017 წელს მესამედ გაიმართება. მასში მონაწილეობას მსოფლიო დონის DJ-ები იღებენ.

November 25, 2016 / 4:34 pm

საკვანძო სიტყვები

TOP გადაცემები

7 წლიანი პაუზის შემდეგ ლელა წურწუმიამ სოლოკონცერტი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართა

ახლა სწორედ ის დროა, როდესაც დიდი თუ პატარა ღამის სიჩუმეს ერთად ფანტავს და ღამე ქუჩას ერთად მიუყვება. ახლა სცენაზე თამამი კოსტიუმით დგომა აღარავის უკვირს, თუმცა წლების წინ სწორედ ლელა წურწუმია იყოს ის, ვინც პირველი ნაბიჯები გადადგა და მსმენელის წინაშე ხან გამჭირვალე სამოსით ხან კი, საერთოდაც, შეხსნილი პიჯაკით წარსდგებოდა ხოლმე.

როგორია ნიკა გვარამია ოჯახში და როგორ შეიქმნა რუსთავი 2 ის ახალი პროექტებ

რუსთავი ორის გუნდი ქართველ მაყურებელს მუდმივად ახალ ხილს ასინჯებს და მათ იმ პროექტებს სთავაზობს, რომელიც ქართულ ტელესივრცეში პირველია. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ტელეკომპანიის გარკვეული პროექტები კონკურენტ არხზე გადავიდა ამას მათთვის ხელი არ შეუშლია სხვა უფრო მეტად განსხვავებული და ინოვაციური პროექტები ახლა უკვე თავად შეექმნათ.

როგორ მოვემზადოთ ზაფხულის სეზონისთვის განახლებული თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტის დახმარებით

მოვემზადოთ ზაფხულის სეზონისთვის განახლებული თბილისის ბალნეოლოგიური სპა კურორტის დახმარებით

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ქაბულში აფეთქებას 27 ადამიანი ემსხვერპლა

ქაბულში, მეჩეთში თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 27 ადამიანი გარდაიცვალა. BBC-ს ინფორმაციით, ინციდენტი შიიტურ მეჩეთ ბაქირ ოლუმში მოხდა. როგორც ხელისუფლება აცხადებს, მსხვერპლი, შესაძლოა, გაიზარდოს. შემთხვევის შედეგად 40 ადამიანი დაიჭრა. მომხდარზე პასუხისმგებლობა, ჯერჯერობით, არავის აუღია.

Gem Fest – ის After Party და საღამოს ჰედლაინერი – “Gesaffelstein”

თბილისი გულგრილს არავის ტოვებს. ამჯერად ძველ იპოდრომზე, ტექნო მუსიკის მოყვარულები, ლეგენდარული არტისტის "Gesaffelstein"-ის მოსასმენად შეიკრიბნენ. Gem Fest-ის After Party- ზე დასწრების მსურველების რაოდენობამ კი რეკორდი მოხსნა. გესაფელშტეინ ანუ იგივე მაიკ ლევი ფრანგი დიჯეი და პროდიუსერია, რომელიც დრესდღეობით ელექტრონულ მუსიკაში, ერთერთი ყველაზე მოთხოვნადი არტისტია.

სენეგალის პოლიციამ 900 ადამიანი დაკითხა

სენეგალის პოლიციამ 900 ადამიანი დაკითხა. BBC-ს ინფორმაციით, მასობრივი დაკავება ბურკინა-ფასოსა და მალიში მომხდარი თავდასხმების შემდეგ ჩატარებული სპეცოპერაციების ფარგლებში განხორციელდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები უსაფრთხოების მიზნით დაკითხეს. აღნიშნულთან დაკავშირებით სხვა ინფორმაცია არ ვრცელდება.

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში აფეთქება მოხდა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, აეროპორტის მახლობლად თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. წინაწარი მონაცემებით, ერთი ადამიანი დაიღუპა, 13 კი დაშავდა, მათ შორის სამი ქალი. აფეთქება აეროპორტისკენ მიმავალ გზაზე მოხდა, სადაც თვითმკვლელმა ტერორისტმა დანაღმული ავტომობილი ააფეთქა.

გაეროს უშიშროების საბჭომ სირიაში სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერის შესახებ რეზოლუცია მიიღო

გაეროს უშიშროების საბჭომ სირიაში სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერის შესახებ რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტი კონფლიქტის ყველა მხარეს ავალდებულებს, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებები შეწყვიტონ.

რეკლამა