გაზაფხულზე ხე-მცენარეების დარგვა დაიწყება

გაზაფხულზე ხე-მცენარეების დარგვა დაიწყება

დედაქალაქის მერმა დღევანდელ სხდომაზე თბილისის გამწვანების გეგმებზე ისაუბრა. დავით ნარმანიამ, ის ტერიტორიები დაასახელა, სადაც ხეები დაირგვება.

მისი განმარტებით, უკვე შერჩეულია ტერიტორიები, სადაც განხორციელდება ხე-მცენარეების საგაზაფხულო დარგვები. მათ შორის, ოქროყანის მიმდებარე ტერიტორია, სადაც მოიჭრა გამხმარი და დაავადებული ხეები. ასევე მახათას მთის მიმდებარედ, სადაც, თბილისის მერის თქმით, მოხდება ხეების მასიური დარგვა.

დავით ნარმანიამ ცალკეული სტრუქტურების ოპტიმიზაციაზეც ისაუბრა.

ასევე, როგორც სხდომაზე გახდა  ცნობილი,  290 ათასი ოჯახი თბილისში კომუნალური ვაუჩერების გარეშე რჩება. ცვლილება თბილისის 2016 წლის ბიუჯეტში შედის, რომლის მიხედვითაც კომუნალური სუბსიდიის დაფინანსება დაახლოებით 14 მილიონით მცირდება.

პროექტი უკვე შესულია დედაქალაქის საკრებულოში და მისი დამტკიცება უახლოეს სხოდმაზე იგეგმება.

February 24, 2016 / 11:50 pm

TOP გადაცემები

მოძრაობის თეატრი განახლებული რეპერტუარით ახალ სეზონს 14 სექტემბერს გახსნის

მოძრაობის თეატრი განახლებული რეპერტუარით ახალ სეზონს 14 სექტემბერს გახსნის

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი სამი ახალი მოვლენით წარდგება

2019 წელს ფესტივალი სამი ახალი მოვლენით წარდგება. თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს ახალი მიმართულება არტ-მარკეტი დაემატა, გარდა ამისა ბრიტანული სეზონის ფარგლებში ხუთი სპექტაკლი იქნება წარმოდგენილი

„ეფლ ვოჩის“ ახალ სარეკლამო რგოლში ქართველი მსახიობი, ვიკა გადაიღეს

ვიკას წარმატება ერთ-ერთი ის თემა აღმოჩნდა, რომლითაც ჩვენი გადამღები ჯგუფი დაინტერესდა, დეტალების გასარკვევად კი თავად მსახიობს შევხვდით. ვიკა იხსენებს, რომ როლზე დამტკიცებამდე რამდენიმე ტური გაიარა. ამის შემდეგ პრაღაში გაემგზავრა. ისტორია კი კონკიას ამბის მსგავსად განვითარდა.

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

თბილისში მედიათეკის რიგით მესამე ფილიალი გაიხნსნა

მედიათეკის რიგით მესამე ფილიალი, თბილისის ვეტერანთა დასვენებისა და კულტურის პარკში გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტებით აშენებული და აღჭურვილი შენობა, მოქალაქეებს კულტურული, გასართობი, შემეცნებითი და საგანმანათლებლო ღონისძიებებისთვის კიდევ ერთ, ახალ სივრცეს სთავაზობს. ნაძალადევის რაიონში მდებარე ახალი მედიათეკა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ "თბილისის მედიათეკების გაერთიანების“ ხელმძღვანელთან, გურამ ნიკოლაშვილთან ერთად გახსნა.

რომელი ქართველი დიზაინერი ზრუნავს დავით ნარმანიას მეუღლის ჩაცმულობაზე?

ქართველი დიზაინერი თინათინ მაღალაშვილი ერთადერთია, რომელიც საკუთარ ჩვენებებს ქველმოქმედებისთვის აწყობს. უყვარს წყნარი ცხოვრება. მასზე ჭორი არასდროს გავრცელებულა. მაგრამ არც მისი გზა ყოფილა მთლად ია - ვარდით მოფენილი და მის ცხოვრობაშიც იყო ისეთი შემთხვევა, რასაც სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია. მაგალითისთვის გავიხსენოთ 2015 წლის 26 მაისი, როდესაც თბილისის მერის, დავით ნარმანიას მეუღლის ჩაცმულობა კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. მაშინ გაირკვა, რომ თიკა თინიკაშვილის ლუქი, თინათინ მაღალაშვილს ეკუთვნოდა. დღემდე ის მერის მეუღლის რჩეულ დიზაინერად მოიაზრება.

საახალწლო ციებ-ცხელება საქართველოში – სად შეიძლება გაატაროთ ახალი წლის დღეები?

წელსაც ტრადიციულად თბილისის ქუჩებში საახალწლო ღონისძიებები და აქტივობები იგეგმება. 25 დეკემბრიდან 2 იანვარის ჩათვლით, ახალი თბილისი და დედაენის ბაღი ჯადოსნურ სამყაროდ გადაიქცევა, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დრო სასურველ გარემოში გაატაროს.

“დაიწყე კარიერა” – მერიის სტაჟირების პროგრამა

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში თბილისის მერიის სტაჟირების პროგრამის ,,დაიწყე კარიერა" (მეორე ეტაპი) დასკვნითი ცერემონიალი გაიმართა. დედაქალაქის მერმა პროგრამის მონაწილე წარმატებულ სტუდენტებს სერტიფიკატები გადასცა. დავით ნარმანიას თქმით, აღნიშნული ინიციატივა სტუდენტებს აძლევს შანსს სპეციალობის შესაბამისად აიმაღლონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები.

თბილისში 2500 ხე-მცენარე დაირგო

თბილისის ზღვის მიმდებარედ, დედაქალაქის მერიისა და კომპანია „აეკომის“ გამწვანების ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში, 2500 ხე - მცენარე დაირგო.

რეკლამა