გაერო სირიის ქალაქებში ჰუმანიტარულ დახმარებას გზავნის

გაერო სირიის ქალაქებში ჰუმანიტარულ დახმარებას გზავნის

გაერო სირიის იმ ქალაქებში ჰუმანიტარულ დახმარებას გზავნის, რომლებიც ამ დრომდე ალყაშია მოქცეული. გადაწყვეტილება გაერო-ში მას შემდეგ მიიღეს, რაც მსოფლიო ლიდერები გასულ კვირას სირიაში სამხედრო მოქმედებების დასრულების შესახებ შეთანხმდნენ.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, დახმარებას მიიღებს ქალაქ მადაიას მოსახლეობაც, რომელიც შიმშილით იხოცება. ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს სირიის რამდენიმე ქალაქთან  წვდომა უკვე წელიწადზე მეტია არ აქვთ, რის გამოც ალყაშემორტყმულ ქალაქებში დარჩენილი მოსახლეობა წყლის და საკვების დეფიციტს განიცდის.

February 17, 2016 / 9:41 pm

TOP გადაცემები

ანრი ჯოხაძეს „ოქროს ტალღის“ ნომინაციაში გამარჯვებისთვის „ფორტუნამ“ ფულადი პრიზი გადასცა

ანრი ჯოხაძეს „ოქროს ტალღის“ ნომინაციაში გამარჯვებისთვის „ფორტუნამ“ ფულადი პრიზი გადასცა

რას გვეუბნება ასტროლოგია ჩვენი ჯანმრთელობის შესახებ

რას გვეუბნება ასტროლოგია ჩვენი ჯანმრთელობის შესახებ

თავისუფლებაზე ამღერებული ათი ათასობით ადამიანი „თბილისი Open Air”-ზე

თავისუფლებაზე ამღერებული ათი ათასობით ადამიანი „თბილისი Open Air"-ზე

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

“გოგონა დაიბადა“ – გენდერული თანასწორობის თემაზე გამოფენა გაიმართა

საქართველოში, ტრადიციის მიხედვით, ბიჭის დაბადებას თოფის სროლით და დიდი ზარზეიმით აღნიშნავდნენ, გოგონას დაბადებისას კი სახლში ფაფას ამზადებდნენ. ეს პროცესი ყველანაირ აღფრთოვანებას მოკლებული იყო.

UNICEF: ყველაზე დაუცველ ფენად, ბავშვები სახელდებიან

საქართველოში, სიღარიბის მაჩვენებელი 3,9%-დან 2,1%-მდე შემცირდა. ბავშვიან ოჯახებს შორის სიღარიბის მაჩვენებელი უფრო მაღალია ვიდრე უბავშვო ოჯახებში. ასეთია გაერო-ს ბავშვთა ფონდის მიერ მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის შედეგები.

ევროკავშირმა სირიის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

ევროკავშირმა სირიის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. როგორც უცხოური მედია ავრცელებს, სირიის 10 მაღალჩინოსანს, ევროკავშირის ტერიტორიაზე ჩასვლა აეკრძალებათ. ევროკავშირის სასანქციო სიაში ამჟამად 217 ადამიანია შეყვანილი.

სირია თურქეთს თვითმფრინავების ჩამოგდებით დაემუქრა

სირიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის საჰაერო სივრცის გადაკვეთის შემთხვევაში,სირიელი სამხედროები თურქულ თვითმფრინავებს ჩამოაგდებენ. თურქმა სამხედროებმა უკვე დაადასტურეს, რომ სირიის ტერიტორიაზე, ქურთების პოზიციებზე 26 ავიადარტყმა განახორციელეს, რასაც 160-დან 200-მდე ქურთი მებრძოლი ემსხვერპლა.

ალეპოში საჰაერო დარტყმას ერთი ოჯახის 14 წევრი ემსხვერპლა

ქალაქ ალეპოში საჰაერო დარტყმის შედეგად, ერთი ოჯახის 14 წევრი დაიღუპა. დაღუპულთა შორის ორი ქალი და 8 ბავშვია. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქალაქში უმძიმესი საჰაერო დარტყმები განხორციელდა, საჰაერო დარტყმების გამო 45 ადამიანი დაიღუპა.

რეკლამა