ფსიქოდელიური სამყარო „The chemical brothers“-ისგან

0
1181

მელომანებმა ზაფხულის ცხელი დღეები Eastern promotion-თან ერთად საკმაოდ პოზიტიურად გაატარეს, თუმცა ჯერ ის ამბავი არ იცოდნენ, რომ წინ დიდი დღესასწაული ელოდათ. 1 სექტემბერს რუსთავის საერთაშორისო მოტოდრომზე მათ წინაშე ბრიტანული დუეტი The chemical brothers“ წარსდგა, რომლებმაც იქ მისული საზოგადოება ქიმიურად მოაჯადოვა და დაუვიწყარი შოუ შესთავაზა. ინგლისურმა დუომ ქართველ მსმენელს ტრადიციულად ვიზუალური ეფექტებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, დაუვიწყარი სანახაობა შესთავაზა, თუმცა სანამ ისინი სპეციალურად მათთვის მოწყობილ სცენას დაიკავებდნენ შეკრებილი საზოგადოების წინაშე ქართველი შემსრულებლები ირაკლი ბერიკაშვილი და ნიკა მაჩაიძე წარსდგნენ, ასევე სცენა ჯგუფის მხარდამჭერმა არტისტმა James Holroyd-მა დაიკავა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here