ფრანკო ძეფირელის მიერ დადგმული ვერდის ოპერა”აიდა” თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შესრულდება

0
3092

1869 წელს, როცა ჩრდილოეთით, მენდელეევი თავისი აღმოჩენით გაცისკროვნებული დაიარებოდა, სამხრეთით, ეგვიპტელები ხმელთაშუა და წითელი ზღვების სუეცის არხით დაკავშირებას ზეიმობდნენ, ქვეყნის მთავრობამ სახელოვან ჯუზეპე ვერდის, ამ დიდი მოვლენის შესახებ სახოტბო მუსიკის შექმნა სთხოვა. უკვე ხანშიშესული კომპოზიტორი უარზე იდგა, მაგრამ ის დაითანხმეს და 1870 წლიდან თავის საქმეს შეუდგა. “აიდა” ვერდის ოპერაა, რომელიც 1871 წლის 24 დეკემბერს, ეგვიპტის დედაქალაქში, ხედივალის საოპერო თეატრში დაიდგა. ოპერა იმდენად წარმატებული გამოვიდა, რომ მსოფლიო პრემიერიდან ათი წლის განმავლობაში მსოფლიოს 155 თეატრში იხილა მაყურებელმა. 4 მარტიდან კი ფნაკო ძეფირელის მიერ დადგმული ვერდის ოპერა “აიდა” თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შესრულდება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here