ფილმი „სხვისი სახლის“ მთავარი როლის შემსრულებლები სტუმრად რადიოჰოლდინგ ფორტუნაში

0
781

ხანმოკლე, მაგრამ გამანადგურებელ ომში ფიზიკურად გადარჩენილი ორი აფხაზი ოჯახის შესახებ რუსუდან გლურჯიძის ფილმი „სხვისი სახლი“ მოგვითხრობს. ფილმმა, რომელმაც არაერთი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა 2 წლის შემდეგ ქართული მაყურებლის მოლოდინშია. ფილმის ანგარიშზე 40-მდე პრიზია, მათ შორის კარლოვი ვარის გრანპრი და ამერიკის კინოოპერატორთა გილდიის ჯილდო Spotlight Award საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის. ასევე 2016 წელს „სხვისი სახლი“ საქართველოს კანდიდატი ფილმი იყო ოსკარზე და Asia Pacific Screen Awards-ზე, რომელსაც მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე აზიურ ოსკარს უწოდებენ. ქართულ პრემიერამდე, ფილმის მთავარი როლის შემსრულებლები კი რადიოჰოლდინგ ფორტუნას თათა სადრაძის გადაცემას “არტ ეფემს” სტუმრობდნენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here