ფესტივალი სახელწოდებით „აღდგომიდან ამაღლებამდე“ დასრულდა

0
1393

„აღდგომიდან ამაღლებამდე“ – სწორედ ასე ჰქვია მუსიკალურ ფესტივალს, რომელიც აღდგომის ბრწყინვალე კვირაში დაიწყო და ამაღლების დღესასწაულზე, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში, 17 მაისს დასრულდა. თბილისის გარდა, ფესტივალი უკვე რიგით მეცამეტედ საქართველოს არაერთ რეგიონში წარმატებულად ჩატარდა, წლევანდელი ღონისძიებები კი პატრიარქის დაბადებიდან 85 წლის იუბილეს მიეძღვნა. ყოველ წელს ფესტივალს სხვადახვა სამხატვრო ხელმძღვანელი – ქართული კულტურის გამორჩეული წარმომადგენლები ჰყავს, წელს კი ფესტივალის დახურვა დათო ევგენიძის 60 წლის იუბილეს მიეძღვნა, სადაც თბილისის კამერულმა ორკესტრმა, მირიან ხუხუნაშვილის დირიჟორობით, მუსიკოსის ძველი და ახალი ნაწარმოებები შეასრულა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here