ფედერიკო გარსია ლორკას ბოლო პიესა „ბერნარდა ალბას სახლი“ ახმეტელის თეატრის სცენაზე იდგმება

0
1988

პიესის დაწერიდან დაახლოებით სამ თვეში დრამატურგი და პოეტი ფედერიკო დახვრიტეს. რეჟისორი კი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პერსონაჟის – მკაცრი, შეუვალი, ტრადიციების დამცველი, კონსერვატორი ქალბატონის – ბერნარდა ალბას სახის ახლებურ ვერსიას გვთავაზობს. სპეკტაკლის პრემიერა 1-2 მარტს არის დაგეგმილი. ესპანელი დრამატურგისა და პოეტის, ფედერიკო გარსია ლორკას პიესის მთავარი გმირი, ბერნარდა ალბა ქალია, რომელიც თავის სახლსა და ხუთ ქალიშვილს გამალებით „იცავს“ გარეშე თვალისაგან და ყველას სთხოვს მის წესებს დაემორჩილონ. ისინი საკუთარ პატარა ჩარჩოში ჩაიკეტნენ და ამ ჩარჩოდან სიცოცხლისთვის და სიყვარულისთვის იბრძვიან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here