ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია დაიწყო

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია დაიწყო

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია დღეს დაიწყო. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წელს საგამოცდო პროცესში სიახლეა. რეგისტრაციის გავლის შემდეგ, ჩასაბარებელი საგნების ცვლილებისთვის აბიტურიენტებს დამატებითი დრო ექნებათ. აღნიშნული ცვლილებებისთვის ვადა წინა წლებში ერთი თვე იყო, ამჯერად კი 3 თვემდე გახანგრძლივდა. სავალდებულო რეგისტრაცია 9 თებერვალს დაიწო და 15 მარტამდე გაგრძელდება.

სიახლეა ისიც, რომ წელს გამოცდის ჩაბარება ნაწილობრივ ელექტრონული ფორმით მოხდება. ახალი ფორმატის დანერგვის შედეგად მონაწილე დავალებას მისთვის განკუთვნილი კომპიუტერის ეკრანზე დაინახავს, პასუხებს კი, ჩვეულებრივ, პასუხების ფურცელზე მონიშნავს ან დაწერს.

რაც შეეხება გამოსაშვებ გამოცდებს, ამ მიმართულებით არანაირი ცვლილება არ არის. საატესტატო გამოცდებს სკოლის მოსწავლეები ჩვეულებრივი ფორმატით სასწავლო წლის ბოლოს ჩააბარებენ.

February 9, 2016 / 7:55 pm

TOP გადაცემები

თბილისის ძველ უბანში სასტუმრო “ფოლკი” ოფიციალურად გაიხსნა

სასტუმროს ოფიციალური გახსნის ცერემონიალი საზეიმო ვითარებაში ჩატარდა. ფოლკი ბუტიკური ტიპის 30 ნომრიანი დიზაინ სასტუმროა, რომლის დიზაინშიც მე-18 საუკუნის სამოსის ელემენტებია შეტანილი. სასტუმრო თბილისის ძველ ისტორიულ უბანში კრწანისის სკვერში მდებარეობს.

Oscar and the Wolf-ის ვიზიტი საქართველოში. რომელი ვარსკვლავები სტუმრობდნენ მას კონცერტზე

ჩვენს ქვეყანას Monument events-ის ორგანიზებით, ლეგენდარული ბელგიური ჯგუფი Oscar and the Wolf ეწვია, რომელმაც თბილისში კონცერტი გამართა და თაყვანისმცემლებს საშუალება მისცა მათი სიმღერები ცოცხლად მოესმინათ.

R.O x Konoba – ინტერვიუ მუზიქ ბოქსისთვის

R.O x Konoba თბილისს "Project 10"-ის ფარგლებში ეწვევა და ტურის დასკვნით კონცერტს 27 ოქტომბერს თბილისში, კომპანია Movement & Funday Entertainment ორგანიზებით, კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მეხუთე პავილიონში გამართავს.

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ტექნოლოგიების გამოყენება განათლების სისტემაში

განათლებაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების თემაზე, Microsoft - საქართველოს ორგანიზებით, ორდღიანი კონფერენცია გაიმართა. შეხვედრა გახსნა და თანამედროვე განათლების სისტემაში ტექნოლოგიების მნიშვნელობაზე ისაუბრა განათლების მინისტრმა.

ზოგადი უნარების გამოცდაში ბარიერი აბიტურიენტების 16%-მა ვერ გადალახა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ზოგადი უნარების გამოცდაში ბარიერი აბიტურიენტების დაახლოებით 16%-მა ვერ გადალახა.

თამარ სანიკიძე განათლების მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლდა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე თანამდებობიდან გათავისუფლდა. შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. პრემიერის გადაწყვეტილებით, თამარ სანიკიძეს ალექსანდრე ჯეჯელავა შეცვლის.

რა სიახლეებია ერთიან ეროვნულ გამოცდებზე

წელს, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლეა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის განმარტებით, წელს პირველად ეროვნული გამოცდები ნახევრად ელექტრონული ფორმატით ჩატარდება, რაც ნიშნავს იმას, რომ აბიტურიენტები დავალებას კომპუტერის ეკრანზე იხილავენ, პასუხებს კი ფურცელზე შეავსებენ.

თბილისის ხუთ სკოლაში სასწავლო პროცესი ისევ შეჩერდა

პრევენციის მიზნით, თბილისის ხუთ სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერდა. განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სამი დღით სწავლა შეწყდა თბილისი #81, #152, #112, #21 და #53 საჯარო სკოლებში.

რეკლამა