ელტონ ჯონის კონცერტზე ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის სპეციალური ეკრანები დამონტაჟდა

0
1354

ქართველი მაყურებელი “ბლექ სი არენას” სცენაზე მსოფლიო დონის ვარსკვლავების ხილვას უკვე მიეჩვია. ენიო მორიკონეს შემდეგ კი ბათუმს ბენდთან ერთად, არც მეტი და არც ნაკლები, გრემის ექვსგზის მფლობელი ინგლისელი პოპ და როკ-მუსიკოსი, მომღერალი და კომპოზიტორი ელტონ ჯონი ესტუმრება. 50 წლიანი კარიერის მანძილზე მას 250 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. გასაკვირი არ იქნება, თუ გეტყვით, რომ ბილეთების უპრეცედენტო გაყიდვებისა და მაყურებლის მაღალი ინტერესის გამო საორგანიზაციო ჯგუფთან მოლაპარაკების შედეგად, “ბლექსი არენას” სცენაზე ელტონ ჯონის კონცერტი ორი დღის განმავლობაში გაიმართება. ბუნებრივია უმასპინძლო ისეთი დონის ვარსკვლავს, როგორიც ელტონ ჯონია, რთულია. საინტერესოა, რა განსაკუთრებული მოთხოვნები აქვს მსოფლიო დონის მუსიკოსს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here