“დიმიტრი კრიმოვის ლაბორატორიის“ პირველი გასტროლი თბილისში – ლერმონტოვის “დემონი“ ხედი ზემოდან

“დიმიტრი კრიმოვის ლაბორატორიის“ პირველი გასტროლი თბილისში – ლერმონტოვის “დემონი“ ხედი ზემოდან

1829 წლიდან რუსი პოეტი, მიხეილ ლერმონტოვი პოემის „დემონის“ სიუჟეტზე მუშაობდა. საქართველოში გადმოსახლების შემდეგ მან ძირფესვიანად გადაამუშავა პოემის ადრინდელი რედაქციები, გამოიყენა ქართული ლეგენდები, შექმნა ქართველი ქალის, თამარის — მომხიბლავი სახე. თუმცა მაშინდელი ქართველები რუს შემოქმედს გაუნაწყენდნენ, რადგან მათ ეგონათ რომ რუსმა პოეტმა საამაყო თამარ მეფის სხვაგვარი სახე დახატა. თუმცა ლერმონტოვმა სულ სხვა თამარი იგულისხმა. მოდით ლერმონტოვი წარსულში დავტოვოთ და გეტყვით, რომ თბილისის ისტორიის მუზეუმმა ფესტივალი საჩუქრის ფარგლებში დიმიტრი კრიმოვის ლაბორატორიას წარმოდგენას „დემონს“ უმასპინძლა.

November 22, 2016 / 10:05 pm

საკვანძო სიტყვები

TOP გადაცემები

17 ნოემბერს ნინო ქათამაძის კონცერტი თბილისის “Spacehall-ში” გაიმართება

ყველასათვის საყვარელი და გამორჩეული მუსიკოსის ნინო ქათამაძის კონცერტი 17 ნოემბერს თბილისის spacehall-ში გაიმართება. კონცერტს ნინო ქათამაძე და ჯგუფი ინსაითი წარმოგიდგენთ, რომელთა კოლაბორაცია მსმენელისთვის აუცილებლად დაუვიწყარი იქნება. როგორც თავად მუსიკოსმა, ნინო ქათამაძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, spacehall-ი არის იდეალური სივრცე, რომელიც მეტ საშუალებას იძლევა მსმენელთან ინტერაქციისა და თავისუფალი იმპროვიზაციისთვის.

ანიტა რაჭველიშვილის წარმატების ფორმულა და სამომავლო გეგმები

ქართველი მეცო-სოპრანო, ანიტა რაჭველიშვილი, სულ ცოტა ხნის წინ დაგვიბრუნდა სამშობლოში გერმანიიდან, სადაც ძალიან ცნობილ დირიჟორთან, რიკარდო მუტისთან ჯუზეპე ვერდის "რექვიემი" შეასრულა. ეს იყო მისი დებიუტი მასთან თანამშრომლობის. როგორც თავად ანიტა რაჭველიშვილი გვეუბნება, მისი მთავარი წარმატების ფორმულა სწავლა და შრომა გახლავთ. მას წინ დიდი გეგმები აქვს, რის შესახებაც მუსიქ ბოქსის კამერასთან ჰყვება.

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

მანანა მენაბდის პერსონალური გამოფენა თუმანიშვილის თეატრში

ხელოვანი, რომლის სახელიც არასდროს გაიგივდება რომელიმე მოდურ ან ეპოქალურ წამოწყებებთან და უკავშირდება ყოველივე თვითმყოფადს, ორიგინალურსა და ჰარმონიულს. მანანა მენაბდეს იცნობენ, როგორც მხატვარს, მუსიკოსს, ფოტოგრაფსა და რეჟისორს და ყველა ამ დარგში, ის სრულიად ორიგინალური შემოქმედია, რომელიც არც ერთ სახელოვნებო ტენდენციას არ იმეორებს.

ჩეჩილია ცოპელეტოს “მშვენიერი ქალი კინოთეატრებში“ – ფესტივალი “საჩუქარის“ ფარგლებში

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი "საჩუქარი" თბილისის გაოცებას კლავ განაგრძობს. ამჯერად ფესტივალის მესვეურებმა, იტალიის საელჩოსთან თანამშრომლობით კინოთეატრ "ამირანში" დოკუმენტური ფილმი წარმოადგინეს, რომელსაც თავად ფილმის ავტორი და რეჟისორი ჩეჩილია ცოპელეტოც ესწრებოდა.

ფესტივალი “საჩუქარი“ გრძელდება – პერსონაჟის თანაგამზიარებლებად ქცეული მაყურებელი

ფესტივალი საჩუქარი გრძელდება და თუმანიშვილის თეატრში კიდევ ერთი უცხოური დასის წარმოდგენა გაიმართა. ამჯერად ვიზიტორები ამერიკიდან გვესტურნენ. მაშინ, როდესაც თანამედროვე თეატრი მონო სპექტაკლებს გვთავაზობს იმისათვის, რომ მკაფიო და ტენდენციური - კონცეფტუალური ჩანაფიქრის მეშვეობით, ჩვენ პერსონაჟის თანაგამზიარებლებად გვაქციოს, ლიბი სკალას „ფელიჩიტა“ ცალკე მდგომ და რადიკალურად განსხვავებულ სათეატრო ნიმუშად გვევლინება.

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“ გრძელდება

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “GIFT” მართლაც, რომ საჩუქარია თეატრის მოყვარულთათვის. ბევრი წარმატებული სპექტაკლის შემდეგ, ამჯერედ ქართულ თეატრს, ვახტანგოვის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრი ესტუმრა. ქართულ სცენაზე ვახტანგოვის თეატრმა ერთ-ერთი გამორჩეული წარმოდგენა „ქარი ალვებში შრიალებს“ დადგა. რიმას ტუმინასის სპექტაკლი, ვლადიმირ ვდოვიჩენკოს, ვლადიმირ სიმონოვის და მაქსიმ სუხანოვის მონაწილეობით, თანამედროვე ფრანგი დრამატურგის, ჟერალდ სიბლეირასის პიესის მიხედვითაა დადგმული. […]

ფესტივალი ”საჩუქარის“ კიდევ ერთი ახალი სეზონი

“მიზანი საშუალებებს ამართლებსო“ და ალბათ სერგეი მაკოვეცკის შემთხვევაშიც ასე მოხდა. თეატრალურ უნივერსიტეტებში რამდენჯერმე ჩაჭრის შემდეგ ის დღეს თანამედროვეობის უდიდესი ხელოვანი, ევროპის საუკეთესო მსახიობის პრემიისა და 50-ზე მეტი ჯილდოს მფლობელი გახლავთ. ამ სტატუსების მფლობელი არტისტი კი თბილისს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ”საჩუქარის“ და თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ორგანიზებით ეწვია.

რეკლამა