დიდი პაუზის შემდეგ ელექტრონული მუსიკის ფესტივალი „სამერ სეტი“ ახალი გამოწვებებით ბრუნდება

0
1378

აღმოაჩინე, იგრძენი, ამოძრავდი, ისუნთქე, მოუსმინე, შეიყვარე, გაუზიარე, შეცვალე, შექმენი “summer set”-ი სწორედ ჩამოთვლილ 9 სლოგანს, ფერს და ემოციას გამოხატავს. ფესტივალი, რომელიც 2012 წელს შეიქმნა და რომელმაც ათობით ათას ადამიანს ელექტრონული მუსიკა გააცნო, ასევე საფესტივალო კულტურა და ნიადაგი შეუმზადა კლუბურ ბიზნესს და თბილისი მსოფლიო რუქაზე მონიშნა, 2019 წლიდან გუდაურში გადაინაცვლებს. პირველი საპრეზენტაციო ღონისძიება თბილისის ზღვაზე 27 ივლისს გაიმართება. ერთდღიანი ივენთის ჰედლაინერები კი Cigarettes after sex, who made who, koreless, gidge და Baikal-ი იქნებიან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here