დეველოპერული კომპანია „რედკო“ გუდაურში 26 შენობას აშენებს

დეველოპერული კომპანია „რედკო“ გუდაურში 26 შენობას აშენებს

სამთო-სათხილამურო კურორტი გუდაური წელს დაარსების 30-ე წლისთავს აღნიშნავს. კურორტი ყოველწლიურად ვითარდება, რასაც ის ფაქტიც მოწმობს, რომ უკვე მან რამდენიმე მილიონ ტურისტს უმასპინძლა. დეველოპერულმა კომპანია “რედკო”-მ გუდაურის განვითარების პროცესში დიდი წვლილი შეიტანა, კერძოდ კი გეტყვით, რომ გენერალური გეგმის მიხედვით, კომპანია გუდაურში 26 შენობას აშენებს, რაც აპარტ-ოტელებს, სხვადასხვა გასართობ, რეკრეაციულ ცენტრსა და მსოფლიოში ცნობილი ბრენდების რამდენიმე სასტუმროს მოიცავს. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ისინი მუშაობენ მსოფლიო დონის ქართველი და უცხოელი არქიტექტორებისა და დიზაინერების საკმაოდ დიდ გუნდთან. საპროექტო ფირმა ecosign-მა გუდაურის განვითარების 5 წლიანი გენერალური გეგმა შეიმუშავა. 8 დასრულებული და 18-ზე მეტი დაგეგმილი აპარტოტელი. კომპანია ასევე მუშაობს პროექტზე “Radisson Blu Gudauri” რომელიც 2020 წელს გაიხსნება და კიდევ უფრო გაზრდის ტურისტულ ნაკადს. გუდაური კი მალე 4 სეზონის კურორტი გახდება. აღსანიშნავია ისიც, რომ ტურისტული ბაზარი საქართველოში დღითი დღე იზრდება, რაც მყარ გარანტიას ქმნის იმისა, რომ საკურორტო ზონაში ნაყიდი ბინა მფლობელს შემოსავალს ყოველთვის მოუტანს.

January 8, 2019 / 7:12 pm

TOP გადაცემები

ჯადოსნურ სოფელში ნინო ქათამაძის კონცერტი-პერფორმანსი გაიმართა

ჯადოსნურ სოფელში ნინო ქათამაძის კონცერტი-პერფორმანსი გაიმართა

Fashion Time – Princess nail & Beauty გამორჩეული ხარისხი ფრჩხილების მოვლის სფეროში

Princess nail & Beauty გამორჩეული ხარისხი ფრჩხილების მოვლის სფეროში

ფორტუნამ ნაძვის ხეების კონკურსის გამარჯვებული გამოავლინა

ყველაზე ლამაზი და ორიგინალური ნაძვის ხის მფლობელი თამთა ჯაფარიძე გახდა, რომლის ნაძვის ხემაც ჯამში 3400 მოწონება დაიმსახურა, ის კი ჰოლდინგისგან ორკაციანი საგზურით ლოპოტაზე დასაჩუქრდა.

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

გუდაურში ლევან ცხვარაძის სახელობის ესპოს თასის ტურნირი ჩატარდა

ტურნირში მონაწილეობა მიიღო ორმოცამდე დამწყებმა და მოყვარულმა მოთხილამურემ, რომელთა შორის იყვნენ როგორც გოგონები, ასევე ვაჟები.

სამთო-სათხილამურო კურორტი თეთნულდი გაიხსნა

კურორტ "თეთნულდს" საბაგირო გზა შეემატა - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ "თეთნულდის" მშენებლობის პირველი ფაზა წარმატებით დაასრულა. საბაგიროების მწარმოებელი ფრანგული კომპანია "პომას" მიერ აშენებული, ექვსადგილიანი სავარძლის ტიპის საბაგირო პრემიერ-მინისტრმა დაათვალიერა. საბაგირო მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.

14 მოთხილამურე პატრული გუდაურში იმორიგევებს

მოთხილამურე პატრულის პროექტის მოსამზადებელი სამუშაო შეხვედრა გაიმართა გუდაურში. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა სათხილამურო ტრასები და ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და პროექტის მიზნები დამსვენებლებსა და სპორტსმენებს გააცნეს.

რეკლამა