დაუვიწყარი ორი დღე ქართველი მელომანებისთვის სერ ელტონ ჯონისგან

0
1720

გრემის ექვსგზის ჯილდოს, ბრიტანული მუსიკის 4 პრიზის, ოსკარის, ოქროს გლობუსის, ტონისა და კენედის ცენტრის ჯილდოების მფლობელი და 2008 წელს ჟურნალ “ბილბორდის” ყველა დროის 100 უდიდესი შემსრულებლის სიაში მე-3 ადგილოსანი მომღერალი – ინგლისელი პოპ და როკ-მუსიკის მსოფლიო დონის უდიდესი ვარსკვლავი რეჯინალდ კენეთ დუაიტი, იგივე სერ ელტონ ჰერკულეს ჯონი, არც მეტი და არც ნაკლები, “ბლექ სი არენას” სცენაზე ქართველ მელომანებს შეხვდა. მომღერალი ქართველი მსმენელის წინაშე „Wonderful Crazy Night“-ის პროგრამით წარსდგა და შეასრულა როგორც ცნობილ ჰიტები, ასევე, სიმღერები ბოლო სტუდიური ალბომიდან. აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის, რომ საქართველო სწორედ ის ერთადერთი ევროპული ქვეყანაა, სადაც ელტონ ჯონმა 2018 წელს კონცერტები გამართა. თუმცა, სანამ კონცერტი დაიწყებოდა, “ბლექ სი არენას” ტერიტორიაზე შეკრებილი მელომანები ჩვენი კამერების წინ ამღერდნენ და მათი მოლოდინები გაგვიზიარეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here