ცირა კობიაშვილის საღამო ქართველი მსენელისთვის

0
1842

ექსტრავაგანტული, არაორდინალური და ხმაურიანი მომღერალი, ცირა კობიაშვილი 2 წლიანი პაუზის შემდეგ ქართველ მსმენელს დაუბრუნდა. ცირამ მისი გულშემატკივრები და მეგობრები “ზაზანოვაში” შეკრიბა. საღამოზე მომღერალმა, როგორც უცხოური, ასევე ქართული სიმღერები შეასრულა. შეკრებილმა საზოგადოებამ, როგორც დუეტები, ასევე ქართული სიმღერების ახლებური ვერსიებიც მოისმინეს. ქეთი გაბისიანის სიმღერა, „აყვავებულ ჭადრებთან“, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში თამრიკო ჭოხონელიძე ასრულებდა, ცირამ თავისი ინტერპრეტაციით შეასრულა. კომპოზიციის დასრულების შემდეგ დამსწრე საზოგადოება ემოციებს ვერ მალავდა. აღინიშნა, რომ ცირას შესრულებით ის სულ სხვაგვარად ჟღერდა… და ბოლოს გეტყვით, რომ მომღერალი ახალ სიმღერებზე მუშაობს. მისი კარიერა თურქეთთან ისევ მჭიდროდ არის დაკავშირებული. ასე, რომ ჩვენ ისღა დაგვრჩენია, კიდევ ერთ ხმაურიან გამოჩენას დაველოდოთ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here