ჭორები: თაკო ნაცვლიშვილი Grazia-სთვის, ქართველი მუსიკოსების წარმატება უცხოურ „ვოისში“

0
1347

Grazia.it-ისთვის თაკო ნაცვლიშვილმა შავ სამოსში იპოზიორა და ფოტოები საკუთარ „ინსტაგრამზე“ გააზიარა. წარმატებული ფოტოსესია ქართულ სოციალურ ქსელებში აიტაცეს და აღნიშნავენ, რომ ქართველი მოდელი განსაკუთრებულად ლამაზია და არაჩვეულებრივ ფორმაშია.
„ჯეოსტარის“ მონაწილე ლევან კბილაშვილი ამჟამად რუსეთშია, სადაც ბედი რუსულ „ვოისში“ სცადა. ეროვნულ სამოსში გამოწყობილმა ლევანმა ორი ქართული სიმღერა შეასრულა და ჟიურის წევრების გული მოიგო, მათ შორის გახლდათ ცნობილი პროდიუსერი და კომპოზიტორი, კონსტანტინე მელაძე, რომელიც მომღერალს შემოუტრიალდა და ლევანი სწორედ მის გუნდში აღმოჩნდა. ლევანმა სამადლობელო სიტყვები გამოაქვეყნა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here