„ჩიკას დაქალები“ Music Box-ის ობიექტივში და ჭამენ თუ არა გოგონები შაურმას

„ჩიკას დაქალები“ Music Box-ის ობიექტივში და ჭამენ თუ არა გოგონები შაურმას

ნინო ნოდიას, იმავე ზუზუს, თამუნა ქორქიას და ქეთი წიქვაძეს, ანუ „ჩემი ცოლის დაქალებში“ „ჩიკებს“, როგორც მათ ეძახიან, ჩვენი გადამღები ჯგუფი სერიალის კულუარებზე ესაუბრა. ჩიკას როლის შემსრულებელი, ანი ჩირაძე პრესას თავს არიდებს, ასე რომ გოგონები მის გარეშე ჩავწერეთ.
სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებში” გამოჩენა და საზოგადოებაში პოპულარობის მოპოვება ერთია. როგორც გოგონები გვეუბნებიან, ისინიც გრძნობენ ხალხისგან ყურადრებას და ეს ძალიან სიამოვნებთ.

June 30, 2017 / 9:20 pm

TOP გადაცემები

ვინ აღმოაჩინა ქრისტინე ბაგრატიონ-მუხრანელი საფრანგეთში, სპეციალური სტუმარი კატარის პრინცესა და აჭარის მოდის კვირეული

უკვე რამდენიმე წელია მსოფლიო მოდის რუქაზე საქართველო ოქროს ასოებით მოინიშნა. ჩვენს ქვეყანაში ამ სფეროსადმი დიდ ყურადღებას უცხოელი ექსპერტები, ბაერები და საერთაშორისო პრესის წარმომადგენლები იჩენენ. ჩვენთან მოდის კვირეულები ცხოვრების ჩვეულ წესად გადაიქცა, მათ რიგს კი უკვე სამი წელია Adjara Fashion Week-იც შეემატა. ამჯერად ზღვისპირა ქალაქში მოდური აურზაურია. ამ ყველაფრის ორგანიზატორი მანანა გოგლიჩიძე გახლავთ.

ტატანას სექსუალური ინსპირაცია, დაკოცნილი საცვალი და მამაკაცების ხაზი აჭარა ფეშენ ვიკზე

ყველა მამაკაცი, რომელიც საკუთარ თავს პატივს სცემს, შესაბამისად გარდერობზეც ზრუნავს. ცდილობს გამოიყურებოდეს სუფთად, მიმზიდველად და მოდურად. რასაც ქალებიც მიესალმებიან. საქართველოში მამაკაცები ხშირად წუწუნებენ იმის შესახებ, რომ მათთვის მოდური კოლექციები არ იქმნება და არც ფართო არჩევანის შესაძლებლობა აქვთ. თუმცა ამაზე ნუღარ ინერვიულებთ, რადგან აჭარის მოდის კვირეული ამის საპირისპიროს ამტკიცებს. მოდის კვირეულის მეორე დღე მამაკაცების კოლექციების ჩვენებებს დაეთმო.

“Elite Model Look Georgia-ს” კონკურსანტები ნაციონალური ფინალისთვის ემზადებიან

“Elite Model Look Georgia-ს" ნაციონალური კასტინგის შემდეგ, სამოდელო სააგენტო “IC Model Management-მა" 30 მონაწილე შეარჩია. არჩევანი მარტივი არ ყოფილა, რადგან პრესტიჟულ პროფესიულ საერთაშორისო სამოდელო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 500-მდე ახალგაზრდამ გამოთქვა. დღეს უკვე მონაწილეები ფინალური წარმოდგენისთვის ემზადებიან.

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

რა პასუხი გასცა დოჩი ალიშბაიამ ეკა ყუშიტაშვილს და როგორი მამაკაცები მოსწონს ნანუკა გულუას?

ნანუკა გულუა ქართველმა მაყურებელმა, დოჩი ალიშბაიას სახელით გაიცნო. მისი პერსონაჟი მალევე გახდა პოპულარული და აღიარებაც იოლად მოიპოვა. ქალაქ ზუგდიდში დაიბადა. რაც თავი ახსოვს, სულ სამსახიობო ფაკულტეტეზე უნდოდა ჩაბარება, თუმცა ისეთ წლებში იწყებდა სტუნდენტობას, როცა ქვეყანას ომი ახალი გამოვლილი ჰქონდა და ამიტომ გადაწყვიტა ჟურნალისტის პროფესიას დაუფლებოდა. თბილისში საცხოვრებლად გადმოვიდა, თუმცა პროფესიით ძალიან ცოტა ხანს იმუშავა. ახლა ერთ-ერთი კომპანიის ადამიანური რესურსების მენეჯერი გახლავთ. ამასთან ახლა უკვე მსახიობის ამპლუაშიც გვევლინება. ხუმრობით ამბობს, რომ დოჩი ქეთი დევდარიანის შვილია.

დაბრუნდება თუ არა ჩემი ცოლის დაქალებში ბახუტა და რატომ გადაწყვიტა ბახვა ბერგვაძემ გინეკოლოგობა?

"ფორმულა კრეატივმა“ ქართულ ბაზარზე მოღვაწეობა, რამდენიმე წლის წინ დაიწყო და მის სახელს არაერთი წარმატებული პროექტი უკავშირდება. როდესაც ჩვენს ტელე ეკრანებზე მათი სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები“ გამოჩნდა, მაყურებლის გულის მოგება იოლად შეძლო. სულ ცოტა ხნის წინ შემდეგი სერიალი "ხელოვნური სუნთქვა“ შემოგვთავაზეს. თუმცა სეზონი საკმაოდ დამაინტრიგებლად დასრულდა და ბევრი კითხვა დატოვა იმის შესახებ, გაგრძელდებოდა თუ არა სერიალი. მიუხედავად იმისა, რომ გაჩნდა სპონსორის დაფინასების იმედი უნდა ითქვას, კვლავ სერილის ყოფნა არ ყოფნის საკითხი დგას.

წაიყვანს თუ არა ბახვა ბრეგვაძე X Factor-ს?

ბახვა ბრეგვაძე ქართულმა აუდიტორიამ, სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო. სერიალში მონაწილეობამ მისი პოპულარობა დიდად გაზარდა და მაყურებლის გული იოლად მოიგო. მის სახელთან სკანდალები და ჭორები ნაკლებად ასოცირდება. ქალაქში გამართულ ივენთებზე კი საპატიო სტუმრის რანგში ხშირად გვხვდება. ამჯერად ყური მოვკარით, რომ ბახვას X Factor-ის ახალ სეზონში ერთ - ერთ წამყვანად ვიხილავთ. თუმცა მსახიობმა ამ კითხვაზე პასუხი ორაზროვნად გასცა.

მარიშკა ჯავახაძე იგივე ბარბარე მანტკავა – კიდევ ერთი ახალი სახე ქართულ შოუბიზნესში

მარიშკა ჯავახაძე „ჩემი ცოლის დაქალებში“ ბარბარე მანტკავას განასახიერებს, გოგონას, რომლისგანაც რეალურ ცხოვრებაში ძალიან განსხვავდება. ამას თავადაც ხაზს უსვამს და მაყურებელიც მიხვდებოდა, თუკი ბოლო დროს რამდენიმე თოქშოუში მის გამოსვლას ნახავდა. როდესაც სერიალის ოფიციალურ "ფეისბუკ" გვერდზე მსახიობის ფოტო გამოგვეყნდა, იმ წამიდან მარიშკას მიმართ ინტერესი არ წყდება.

როგორი ურთიერთობა აქვს ლელა მებურიშვილს დედამთილთან და ეჭვიანია თუ არა მისი მეუღლე?

ლელა მებურიშვილი აქტიურად მოღვაწეობს მარჯანიშვილის თეატრში, თუმცა ფართო აუდიტორიამ ის ტელესერიალებიდან გაიცნო. მხიარული, პოზიტიური თიკას როლიდან დაწყებული, დეტექტივის ამპლუაშიც მოგვევლინა და ბოლოს, თავნება კატოს როლიც განასახიერა. თუმცა ამ ეტაპაზე ტელეწამყვანია, მაგრამ როგორც თავად ამბობს ტელესერიალებში თამაში ძალიან მოენატრა.

რეკლამა