check in georgia-ს ფარგლებში, საქართველოში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი “ექოვეივსი” ჩატარდება

0
1400

წელს პირველად check in georgia-ს ფაგლებში, საქართველოში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი, “ექოვეივსი” ჩატარდება, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ფესტივალის “ეგზიტის ქოგის” ფარგლებში გაიმართება. ცნობილია, რომ ფესტივალის ფარგლებში მუსიკალური პერფორმანსების გარდა სხვადასხვა სპორტული და სახელოვნებო აქტივობები იგეგმება. ცნობილია, რომ ფესტივალის ტერიტორიაზე 5 სცენა იქნება წარმოდგენილი, მათ შორის კი ერთი მთავარი სცენაა. საფესტივალო პერიოდში განსხვავებული გემოვნების მქონე მელომანებისთვის არაერთი ცნობილი მუსიკოსი სხვადასხვა ჟანრის მუსიკას წარმოადგენს, მათ შორის არიან: სოლომონი, თრიკი და სხვ. შეგახსენებთ, რომ მუსიკალური ფესტივალი “ექოვეივსი” წელს პირველად 23-დან 26 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება ანაკლიაში. აქტიური დასვენებისა და მუსიკის მოყვარულებს კი “ექოვეივსი” დაუვიწყარ საღამოებს პირდება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here