C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში პაციენტთა ჩართვის კრიტერიუმები უქმდება

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში პაციენტთა ჩართვის კრიტერიუმები უქმდება

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში პაციენტთა ჩართვის კრიტერიუმები უქმდება. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, C ჰეპატიტით დაავადებულ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს დამატებითი კრიტერიუმის გარეშე შეუძლია ისარგებლოს C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამით. პაციენტს შესაძლებობა ექნება ღვიძლის დაზიანების ხარისხის მიუხედავად, C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტები უსასყიდლოდ მიიღოს.

ამ ეტაპზე არსებულ ბაზაში მომლოდინე რეჟიმში 13 ათასზე მეტი ადამიანი იმყოფება. C ჰეპატიტის პროგრამა, სრულ ელიმინაციამდე, ყოველწლიურად 30 ათასამდე პაციენტის მკურნალობას ითვალისწინებს.

June 7, 2016 / 6:35 pm

TOP გადაცემები

უკვე მეხუთედ, ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება გაიმართა

უკვე მეხუთედ, ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება გაიმართა

“ტექსტურა”- თბილისში საოჯახო ტექსტილის ახალი სივრცე გაიხსნა

"ტექსტურა"- თბილისში საოჯახო ტექსტილის ახალი სივრცე გაიხსნა

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

3000 პაციენტიდან 2700-მა C ჰეპატიტი დაამარცხა

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დაწყებიდან დღემდე მკურნალობაში 7000-მდე პაციენტი ჩაერთო. 3000-ზე მეტმა მკურნალობის კურსი უკვე დაასრულა, ამათგან 90%-მა კი უკვე დაამარცხა C ჰეპატიტი.

“ჰარვონი” უკვე საქართველოშია

C ჰეპატიტის სამკურნალო ახალი თაობის მედიკამენტი „ჰარვონი“ უკვე საქართველოშია .ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ძვირადღირებული მედიკამენტი კომპანია „გილეადმა“ საქართველოს მოსახლეობას უფასოდ გადმოსცა.

ჯანდაცვის სამინისტრო ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოს მიმართავს

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოს შესაძლოა C ჰეპატიტის პროგრამის განხორციელების უფლება ჩამოერთვას. ჯანდაცვის სამინისტრო ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს მედპერსონალსა და კლინიკის მფლობელს, კომპანია “ბლოკ-ჯორჯიას“ 48 საათიან ვადას აძლევს, რათა მუშაობის ძველს რეჟიმს დაუბრუნდნენ.

2 კვირის განმავლობაში მსურველებს C ჰეპატიტზე გამოკვლევები უფასოდ ჩაუტარდებათ

27 ივლისიდან 2 კვირის განმავლობაში, მსურველებს C ჰეპატიტზე გამოკვლევები უფასოდ ჩაუტარდებათ. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, 28 ივლისს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ცე ჰეპატიტთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, მსურველებს მთელ საქართველოში C ჰეპატიტზე გამოკვლევები 2 კვირის განმავლობაში უფასოდ ჩაუტარდებათ.

Tbilisi Info – 10.07.2015

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საჯარო მოხელეთა მომზადების ცენტრი შეიქმნება - საჯარო მოხელეთა მომზადების ცენტრი საწყის ეტაპზე წელიწადში 12-14 ათას საჯარო მოხელეს გადაამზადებს...

რეკლამა