ბრიტანელი ფოტოხელოვანის, ბრაინ გრიფინის მასტერკლასი ქართველი ფოტოგრაფებისთვის

ბრიტანელი ფოტოხელოვანის, ბრაინ გრიფინის მასტერკლასი ქართველი ფოტოგრაფებისთვის

ფოტოგრაფია მე-19 საუკუნის უდიდეს გამოგონებადაა მიჩნეული, მაგრამ ამ გამოგონებას არანაირი ფასი არ ექნებოდა, რომ არა ისინი, ვინც ფოტოგრაფიის მეშვეობით ისტორია შექმნეს. დარწმუნეული ვარ, ბევრი ცნობილი ფოტოგრაფი გაგახსენდებოდათ და მათ შორის, აუცილებლად, იქნებოდა ბრაიან გრიფინი. “Mercedes-Benz Fashion week Tbilisi-სა” და “Project “ArtBeat-ის” ორგანიზებით კი ცნობილი ბრიტანელი ფოტოხელოვანი, თბილისს ეწვია და სასტუმრო “Rooms-ში” პროფესიონალი ფოტოგრაფებისთვის მასტერკლასი ჩაატარა.

ბრაიან გრიფინი 1948 წელს ბირმინგემში დაიბადა, ადრეული ასაკიდან დაინტერესდა ფოტოგრაფიით და საკუთარი სტუდიაც შექმნა. 1989-1991 წლებში ფოტოგრაფი საქართველოს პირველად ესტუმრა და მასშტაბური ფოტოსესია გამართა. კახეთსა და თბილისში შერჩეულ გადასაღებ მოედანზე, მის ობიექტივში ადგილობრივებთან ერთად ღირსშესანიშნავი ადგილებიც მოხვდა. მისი თვალით დანახულ საქართველოს კი უცხოური პრესა თითქმის სამი ათეული წლის შემდეგაც უძღვნის სტატიებს. 27 წლის შემდეგ, საქართველოში დაბრუნებულმა ფოტოხელოვანმა, გადაწყვიტა თავისი გამოცდილება აქ მოღვაწე ფოტოგრაფებისთვის გაეზიარებინა.

November 3, 2016 / 7:24 pm

საკვანძო სიტყვები

TOP გადაცემები

ქეთი შეყელაშვილი მის მსოფლიოზე საქართველოს წარადგენს

საქართველოს "მის მსოფლიო 2017"-ზე ქეთი შეყელაშვილი წარადგენს. ქეთი "მის საქართველო 2015"-ის მონაწილე და ვიცე-მისის ტიტულის მფლობელია. 23 წლის ქეთიმ ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის კულტურის კვლევების ფაკულტეტი დაამთავრა. ის 176 სანტიმეტრი სიმაღლისაა.

„რე“ პრეფიქსი“ – ლიკა ქავჟარაძის ფერწერული ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

„ნატვრის გოგოსთვის“ აღნიშნული გამოფენა პირველი იყო და ამავ დროულად ემოციურიც. ბროწეულის ხესავით დაუვიწყარი სილამაზის და არაერთი კინო როლის შემდეგ მარიტამ ქართველებს ფერწერის არაჩვეულებრივი შემოქმედება „ვაკე არტ გალერიში“ წარუდგინა.

საქართველოს რომელ კუთხეებში იმოგზაურებს ისლანდიელი მუსიკოსი Bjork

ადამიანი, რომელმაც 20 წლის წინ ახალი მუსიკა შექმნა, თავისი ექსპრესიული ხმით და მრავალ მუსიკალურ ჟარში მოღვაწეობით. როგორც იცით, ის საქართველოში კონცერტებს თბილისის საკონცერტო დარბაზში 31 ოქტომბერს გამართავს, ხოლო 3 ნოემბერს თბილისის ოპერის და ბალეტის თეატრი უმასპინძლებს.

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

Mercedes Benz fashion week Tbilisi 2017 დასრულდა – კვირეული “Bessarion-ის” ჩვენებით დაიხურა

Mercedes Benz fashion week Tbilisi 2017 მსოფლიო მოდურ ინდუსტრიაში, ახალი ტენდენციების აღმოჩენად შეფასდა. მომხიბვლელი ქალბატონების, მოდური ტენდენციების თვალყურის სადევნებლად აქ ვის აღარ იხილავდით – სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული მოდის ექსპერტებით დაწყებული, ქართველი სელებრითებით დამთავრებული. ჩვენს ქვეყანაში მოდის კვირეულების არსებობამ განაპირობა ის, რომ მოდა ბიზნესად იქცა. 2017 -2018 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციებმა, როგორც ჩანს საერთაშორისო სტუმრებში დიდი მოწონება დაიმსახურა და ცნობილ გამოცემებში დადებითი შეფასებებიც მოჰყვა.

თამთა შედანიას ახალი იმიჯი, ვინ არის ქეთა თოფურიას მეგობარი ქართველი დიზაინერი – “Hello-ს“ ივენთი

მოდის კრიტიკოსები, ბლოგერები, ბაერები, საერთაშორისო სტუმრები, დიზიანერები და ქართველი სელებრითები, დამღლელი 5 დღიანი მოდური აურზაურის შემდეგ, ჟურნალ hello-ს მიერ ორგანიზებულ after party-ზე შეიკრიბნენ და გულიანადაც მოილხინეს. აქ უკვე დრო ჰქონდათ იმისათვის, რომ საუკეთესოები გამოევლინათ და შეფასებები გაეკეთებინათ.

მაკა კვიციანის თავდაჯერებული ქალი და თამუნა ინგოროყვას 70-იანი წლების თემატიკა

"ვაქციოთ ქართული მოდის ინდუსტრია მომგებიან ბიზნესად" - ეს "Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს" დევიზი გახლავთ. კვირეულის ფარგლებში დიზაინერები, 2017/1018 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციით წარადგენენ. თბილისში ბაიერებმა, ჟურნალისტებმა და მაღალი მოდის თაყვანისმცემლებმა, მთელი მსოფლიოდან მოიყარეს თავი. მოდის სფეროში თუ ერკვევით, აუცილებლად გეცოდინებათ ქართული ბრენდი Dalood, რომლის კრეატიული დირექტორი, მაკა კვიციანი გახლავთ. ბრენდის ისტორია 20 წლის წინ დაიწყო და ქართველი დამწყები დიზაინერების ერთგვარ პლატფორმას წარმოადგენდა. კვირეულის ფარგლებში, დელუდმა კოლექციის ჩვენება ღია ცის ქვეშ, ბაღში მოაწყო, სადაც შეკრებილმა საზოგადოებამ ძლიერი, თავდაჯერებული, ინდივიდუალიზმით გამორჩეული ქალბატონების ჩვენება იხილა.

ანუკი არეშიძის ინსპირაციად ქცეული ქართული დამწერლობა და ვიეტნამით შთაგონებული გიორგი შაღაშვილი

Mercedes-Benz-ის მოდის კვირეულის მე- 4 დღეს, დიზაინერმა ანუკი არეშიძემ კოლექციის საჩვენებლად, მთაწმინდაზე მიგვიწვია. 2017-2018 წლის შემოდგომა – ზამთრის კოლექციაში, დიზაინერმა აქცენტი ყვავილებსა და ქართულ ანბანზე გააკეთა. ეს არის დახვეწილი, ძლიერი ქალი, რომელიც უაღრესად მოდური და ელეგანტურია. უყვარს თამამი ფერები და ქალური სილუეტი, რომელიც ახალგაზრდა და სექსუალურ ქალბატონებს შეეფერებათ. ნაზი პასტელური ფერები ანუკისთვის დამახასიათებელია. გამოყენებული ჰქონდა ლაკის მასალა, რომელიც ძალიან ტენდენციურია. ის უპირატესობას ხელით ნაქარგ დეტალებს ანიჭებს და არც ეს კოლექცია ყოფილა ამ მხრივ გამონაკლისი. ქამრებზე გაკეთებული აქცენტები და წელის ჩანთები, ვფიქრობთ მოდის მიმდევრებისთვის ახალ აკვიატებად იქცევა. აღნიშნული სივრცე კი ამ ყველაფერს კიდევ უფრო სანახაობრივად ლამაზს ხდიდა.

ჟურნალმა “Hello” Mercedes-Benz Fashion Week-ის სტუმრებისთვის After Party მოაწყო

ბლოგერები, ბაიერები, კრიტიკოსები, დიზიანერები ახლო ხედით, ძალიან მიმზიდველად ჟღერს. Music Box-ს პატივი ერგო, რომ ჟურნალ Hello-ს მიერ მოწყობილ After Party-ზე აღმოჩენილიყო და ბევრისთვის მიუწვდომელ ადგილას, თქვენი მეგზური გამხდარიყო. აქ დღის ბოლოს მოდური აურზაურის მთავრი მონაწილეები იყრიან თავს.

რეკლამა