ბლექ სი არენა მუსიკალური სეზონის გახსნისთვის ემზადება. ვინ ესტუმრება საქართველოს 19 მაისს

0
2742

სამ წლიანი ისტორია და ლეგენდარული ვარსკვლავების მიერ აღიარებული სივრცე. ბლექ სი არენა მუსკალური სეზონის გახსნისთვის ემზადება. სეზონის პირველი სტუმარი კი ენიო მორიკონე გახლავთ, რომელიც 19 მაისს კონცერტს გამართავს. ლეგენდარული კომპოზიტორის შესახებ გეტყვით, რომ მას კარიერის მანძილზე 600-მდე მუსიკალური ნაწარმოები აქვს შექმნილი, აქედან 500 სხვადასხვა ფილმისთვის დაწერილი საუნდრეკია. მის ანგარიშზე კი სამი „გრემის“, სამი „ოქროს გლობუსისა“ და „ოსკარის“ ჯილდოებია. გეტყვით იმასაც, რომ ენიო მორიკონე საქართველოს რომის სიმფონიური ორკესტრის გუნდთან ერთად ესტუმრება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here