Björk ქართული ბრენდით Irma de Flore და ნიკოლოზ რაჭველის ახდენილი ოცნება

0
1682

ყველაზე უკეთ, მას თავისი ექსპრესიული ხმით და მრავალ მუსიკალურ ჟანრში მოღვაწეობით იცნობენ, რომელთა შორისაა: პოპი, ალტერნატიული როკი, ემბიენტი, ელექტრონიკა, ხალხური და კლასიკური მუსიკა. ადამიანი, რომელმაც 20 წლის წინ ახალი მუსიკა შექმნა და მას ალტერნატიული მიმდინარეობა ეწოდა. მისი ყოველი ახალი ნამუშევარი მიუღწეველ სიმაღლეებს იპყრობს, სადაც მუსიკა ერთგვარი ფილოსოფიური ხელოვნება ხდება, რომელიც ადამიანს, ასე რომ ვთქვათ, ბუნების და ღმერთის ენაზე ამეტყველებს. მუსიკოსი საქართველოს კონცერტამდე სულ ცოტა ხნით ადრე ეწვია და ნიკოლოზ რაჭველისა და ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სიმებიანი ისნტრუმენტების რეპეტიციას დაესწრო. მისი დიდი თაყვანისმცემელია ნიკოლოზ რაჭველი, რომელმაც მასთან ერთად რეპეტიციის დროს გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here