Best Models-ის კიდევ ერთი რეგიონალური კონკურსი ამჯერად კახეთში

0
2149

სააგენტო „ბესთ მოდელსი“ 3 წელია რაც სხვადასხვა რეგიონებსა და ქალაქებს სტუმრობს და ავლენს რეგიონის მისს და მისტერს. იგი, რაღა თქმა უნდა, აგრძელებს მოგზაურობას და კვლავ ატარებს სილამაზის კონკურსებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ამჯერად “ბესთ მოდელსი” კახეთს ესტუმრა, თუმცა მანამდე შეგახსენებთ, რომ წელს მან უკვე გამოავლინა ზუგდიდის, მარტვილის, ქობულეთისა და ბათუმის მისტერი და მისი. ამჯერად კი, როგორც უკვე გითხარით, “ბესთ მოდელსი” კახეთში ჩავიდა, კერძოდ კი ესტუმრა სიღნაღსა და თელავს. სიღნაღში კონკურსის ჟიურისა და მოწვეულ სტუმრებს პროექტის გენერალურმა სპონსორმა რესტორანმა „ნიკალამ“ უგემრიელესი კერძები დაახვედრა, ასევე მათ სასტუმრო „ფიროსმანმა“ უმასპინძლა. რაც შეეხება კონსკურსს „მის და მისტერ თელავი 2018“, მისი მასპინძელი თელავის თეატრი იყო. როგორც ჩვენთან საუბრისას პროექტის ორგანიზატორმა, კახი ხაბეიშვილმა აღნიშნა, კონკურისს კახეთში ჩატარების იდეა „მისტერ ვალენტინი 2018“ წლის გამარჯვებულს – გიგა ყორღანაშვილს ეკუთვნის.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here