ბაზარზე კიდევ ერთი ელექტრო ბაიკი გამოჩნდა

ბაზარზე კიდევ ერთი ელექტრო ბაიკი გამოჩნდა

ჯანმრთელი და სწრაფი ტრანსპორტი, რომელსაც საცობების არ ეშინია…

ცოტა ხნის წინ გამართულ გამოფენაზე Salon Privé 2015 ხორვატიულმა კომპანიამ განახლებული ელექტრო ბაიკი Greyp G12S წარმოადგინა. ის აღჭურვილია 84 ვოლტიანი ახალი ელემენტით, რომელიც შეგიძლიათ სახლის პირობებში დატენოთ 80 წუთში.

ელექტრო ველოსიპედი მუშაობის 3 რეჟიმს შემოგთვაზებთ. რეჟიმის შერჩევაზეა დამოკიდებული ის, თუ რამდენი კილომეტრის გავლას შეძლებს ველოსიპედი. მაქსიმუმი კი 120 კილომეტრია, თუმცა თავისუფლად შეგიძლიათ გაიაროთ მეტი მანძილი, საჭიროა მხოლოდ პედალს დააჭიროთ და დაატრიალოთ. აღსანიშნავია ისიც, რომ სამუხრუჭე სისტემას ჩართვისას შეუძლია დატენოს ელემენტი.

მაქსიმალური სიჩქარე, Power mode რეჟიმში, 70 კლომეტრია საათში. ხოლო Street mode რეჟიმში – 25 კილომეტრი. ბაიკს ასევე ამშვენებს 4,3 დუიმიანი სენსორული დისპლეი, რომელშიც ინტეგრირებულია თითების ანაბეჭდის სკანერი. ასეთი დახვეწილი და მაღალტექნოლოგიური ელექტრო ბაიკი 9400 დოლარი ღირს.

September 22, 2015 / 9:31 pm

საკვანძო სიტყვები

TOP გადაცემები

Fashion time – სილამაზის სალონი 58 ქალბატონებს უამრავ სიახლეს ჰპირდება

სილამაზის სალონი ის ადგილია, სადაც ყველაზე მეტად უყვართ ქალბატონებს სტუმრობა. სალონი 58 დიოდური ლაზერის 2017 წლის აპარატის სარგებლობის საშუალებას გაძლევთ. აპარატი უმტკინეულოა და კეთდება ყველა ფოტოტიპის კანზე.

მეგი გოგიტიძის მიერ შესრულებული „ყვავილების ქვეყანა“ ფილმის, „ექვთიმე თაყაიშვილის“ საუნდტრეკი გახდა

თავად მომღერალი რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ თათა სადრაძის გადაცემა „არტ ფმ“-ს სტუმრობდა, სადაც სწორედ სიახლეების შესახებ ისაუბრა. როგორც მეგი თავად გვეუბნება, ის ბედნიერია იმის გამო, რომ მონაწილეობას მსგავს მასშტაბურ პროექტში იღებს.

სოფო ნიჟარაძე რადიოჰოლდინგ ფორტუნას სტუმრობდა

სოფო ნიჟარაძე რადიოჰოლდინგ ფორტუნას სტუმრობდა. სწორედ რადიო ფორტუნაში სიმღერის, „მე საიდუმლოს შენახვა ვიცი“, რადიოპრემიერა შედგა. მომღერალმა პირველად ეს სიმღერა 2012 წელს მიუზიკლ ვერის უბნის მელოდიების ფარგლებში შეასრულა.

Facebook

რეკლამა

რეკლამა