რამდენიმე დღის წინ ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლებს თავს საკმაოდ სასაცილო თავგადასავალი გადახდათ. საქმე იმაშია, რომ ეკა ხოფერიას შოუს ჩასაწერად ქართველი ვარსკვლავები ბათუმში გაემგზავრნენ. ბათუმური ვოიაჟის მონაწილეები კი თითქმის მთელი ბომონდის წარმომადგენლები იყვნენ: ნუცა შანშიაშვილი, ლელა წურწუმია, მამულიჩა, აჩიკო მეფარიძე და კიდევ ვინ შეიძლება ჩამოვთვალოთ.
საქმე იმაშია,რომ როდესაც ბათუმიდან თბილისში ბრუნდებოდნენ, თქვენ წარმოიდგინეთ და მატარებელმა გაასწრო. უფრო სწორად ჩვევად ქცეული ვარსკვლავური დაგვიანების გამო მატარებელი ვეღარ დაელოდა და თბილისისკენ გაემართა. ბათუმში დარჩენილებმა ინტერნეტში ვიდეო გაავრცელეს და უნდა ითქვას, რომ საკმაოდ სახალისოა.
May 23, 2016 / 4:46 pm
პროექტ „ეამაყები თბილისის“ ფარგლებში რადიოჰოლდინგ ფორტუნას გენერალური დირექტორი დაჯილდოვდა
„სითი“ ორენოვანი გახდა. ჟურნალის წაკითხვა მკითხველებს ახლა უკვე ინგლისურადაც შეუძლიათ
ლელა წურწუმიას შავ-თეთრი კლიპი და ემოციებით გადმოცემული სათქმელი
ვერიკო ტურაშვილი ბოლივუდელ მსახიობთან ერთად ახალ ვიდეო-რგოლში გამოჩნდა