ART-გენი 2017 გამოფენები, მონაწილეები, ტრადიციული კერძები და ფესტივალის საფეხურები

0
1837

მას შემდეგ, რაც ყველაზე სამამულო ფესტივალ Art-გენის პროგრამა ცნობილი გახდა, ბევრი ადამიანის დღის განრიგიც შეიცვალა და ყველამ თავი ერთ სივრცეში მოიყარა. ჩვენც გეზი ეთნოგრაფიული მუზეუმისკენ ავიღეთ. დანიშნულ ადგილთან მიახლოებასთან ერთად, უფრო და უფრო ისმოდა ქართული ფოლკლორული ჰანგები. ქართულ ეზოშიც მრავალწლიანი სტუმარ-მასპინძლობით განთქმული ბებო და ბაბუც კარგად მოკალათებულიყვნენ და პატარა გოგო-ბიჭების მუსიკალურ ჰანგებს უსმენდნენ. არტ გენის მიზანია საოჯახო ფოლკლორის და სხვადასხვა ძირძველი ტრადიციების მოძიება და მათი პოპულარიზაცია. ეს ყველაფერი კი ფესტივალის ფარგლებში ყოველთვის ნათელია. აქ ყველაგან ქართული სული ჩანს. ტრადიციული ორნამენტები, თექა, თავსაბურავები თუ ყელსახვევები – ყველაფერი ეს ხელით არის შექმნილი. სწორედ ეროვნული კულტურის აღორძინების მიზნით, ერთ-ერთი მონაწილეა თექის პედაგოგი ანა მაისურაძე, რომელმაც ფესტივალის ფარლებში მოსწავლეების ნამუშევრები გამოფინა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here