ანრი ჯოხაძე ახალი სიმღერითა და კლიპით ისევ ახარებს მის მსმენელს

0
1469

მომღერალი, რომლის სკანდალურ ცხოვრებაზეც საუბარი არასდროს წყდება და რომელიც მუდამ სთავაზობს საზოგადოებას სიახლეებს, ახალ სიმღერებსა და ვიდეო რგოლებს. მოკლედ, ანრი ჯოხაძის ახალი კლიპის პრემიერა სულ ცოტა ხნის წინ შედგა, პრემიერას კი ყველა განსაკუთრებულად ელოდებოდა. წინასწარი ეჭვებით, ანრის ახალი ვიდეო-რგოლი სკანდალური უნდა ყოფილიყო, თუმცა რეალობა სულ სხვა აღმოჩნდა. მრავალი წლის წინ შექმნილი მუსიკა, რომელიც ანრი ჯოხაძემ შეასრულა ნოე სულაბერიძის დედას, ლილი შავრეზაშვილს ეკუთვნის. რაც შეეხება სიმღერის ტექსტს, ავტორის ვინაობა უცნობია. კომპოზიტორი 21 მარტს გარდაიცვალა, მისი გარდაცვალების შემდეგ კი ტელეწამყვანმა, ნოე სულაბერიძემ სიმღერა ანრის მოასმენინა, მეტი მელოდიურობისთვის კი მათ, მცირე დეტალებით, სიმღერის პირვანდელი სახე შეცვალეს. ალბათ, არ არსებობს დედამიწაზე ადამიანი, რომელსაც სიყვარულის გარეშე შეუძლია არსებობა, ამიტომაც ანრი მის ახალ შემოქმედებას, როგორც „მარადიული სიყვარული“ ისე აფასებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here