ანდრია გველესიანმა ახალი ნამუშევარი „კუნძულს“ მეუღლესთან ერთად მალდივებზე გადაიღო

0
1754

ეს ბოლო წლებია, რაც ქართულ შოუბიზნესში ახალგაზრდა თუ ძველი თაობის მომღერლები, ერთმანეთის მიყოლებით ახალი სიმღერებითა და კლიპებთ საკმაოდ კრიტიკულ და გემოვნებიან ქართველ მსენელს ახალ ნამუშევრებს სთავაზობენ. ამჯერად კი საკუთარი გულშემატკივრის გახარება რიგით მესამე ახალი კლიპით მომღერალმა და მსახიობმა, ანდრია გველესიანმა სიმღერით „კუნძულს“ გადაწყვიტა. კლიპი საკმაოდ ორიგინალური გამოვიდა რადგან, ვიდეორგოლის რეჟისორიც და მსახიობიც, მომღერალი და მისი მეუღლე მსახიობი, მაიკო ვაწაძე არიან. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მომღერალმა ვიდეო მალდივებზე გადაიღო. ვიდეორგოლზე მუშაობასთან ერთად კი წყვილმა ზაფხული სიამოვნებით გაატარეს. ლურჯი ზღვისა და ოქროსფერი ქვიშის ფონზე გადაღებულ ფერადი კლიპი მაყურებლისთვის საკმაოდ სასიამოვნო საყურებელი იქნება. ანდრია გველესიანი აღნიშნავს, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ბუნებრიობა და ორგანულობაა. სწორედ ამიტომ სურს, მისი კლიპები და სიმღერები მხოლოდ მისი ნამუშევარი იყოს, მითუმეტეს, რომ დიდი ხანია, რაც სიმღერის ტექსტებსა და სიმღერებს საკუთარი ნამუშევრებისვის თვითონვე ქმნის. მიუხედავად იმისა, რომ მომღერლის შემოქმედებაში ძირითადად ქართული სიმღერები ჭარბობს, ექსპერიმენტების მოყვარული მომღერალი არ გამორიცხავს იმასაც, რომ მომდევნო ალბომი უცხოური სიმღერებით იყოს დაკომპლექტებული. ეს წყვილის პირველი ერთობლივი ნამუშევარი არ არის, ანდრია გველესიანმა კლიპი მეუღლეს მიუძღვნა და კლიპშიც სწორედ ისინი ფიგურირებენ. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, მომღერლის ნამუშევრებს მოუთმენლად დაველოდოთ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here