ამერიკული წარმატების შემდეგ, რატი დურგლიშვილი “ოქროს ტალღისთვის“ ემზადება

0
2135

რატი დურგლიშვილი საზოგადოებამ დუეტი “ჯორჯიას“ სახით გაიცნო, სადაც მას პარტნიორობას მაკა ზამბახიძე უწევდა. უკვე რამდენიმე წელია ორივე მათგანმა სოლო კარიერა ამჯობინა, თუმცა კვლავ კარგ მეგობრებად რჩებიან. რატი აქტიურად არის დაკავებული მუსიკალური კარიერით და გარდა იმისა, რომ მის შემოქმედებას სამშობლოში კარგად იცნობენ, ის ცდილობს თვითრეალიზება ქვეყნის ფარგლებს გარეთაც მოახდინოს. რაზეც მისი ბოლო სინგლები “ქაღალდის ნავი”, “იგრძენი სივრცე”, “მითხარი ვინ ხარ” და სხვა საავტორო სიმღერები მოწმობენ. ამჯერად მისი გასული წლის ჰიტი „Crazy“ „ოქროს ტალღის“ დაჯილდოებაზე, წლის საუკეთესო სიმღერის სტატუსის მოსაპოვებლად იბრძოლებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here