ალექსანდრე ბასიალიას ვარსკვლავის გახსნა, კომპოზიტორის სახელობის ქუჩა და “ოქროს ტალღის” სპეციალური ჯილდო მაესტროს

ალექსანდრე ბასიალიას ვარსკვლავის გახსნა, კომპოზიტორის სახელობის ქუჩა და “ოქროს ტალღის” სპეციალური ჯილდო მაესტროს

მსოფლიოში და მითუმეტეს ქართულ მუსიკალურ სამყაროში თითზე ჩამოსათვლელია ისეთი ადამიანები, რომლებმაც გენიალური მუსიკა შექმნეს. ჩვენ კი ამ მხრივ გაგვიმართლა და გვხვდა პატივი, რომ მაესტრო ალექსანდრე ბასიალიას შემოქმედების მსმენელები ვყოფილიყავით. ნოდიკო ტატიშვილი ის ქართველი მომღერალია, რომელსაც კომპოზიტორთან ხშირი ურთიერთობა ჰქონდა. 2005 წლიდან ის მისი კვინტეტის წევრი იყო. ხშირად ამბობენ, რომ კომპოზიტორს ნოდიკო განსაკუთრებულად უყვარდა. სწორედ ამიტომ 5 წლის წინ ნოდიკომ, ახალგაზრდა შემსრულებლებთან ერთად, კონცერტი გამართა სახელწოდებით “ალექსანდრე ბასილაია – ზღაპარი სიყვარულისა”. ნოდიკო არც ამჯერად შეუშინდა ამ საპასუხისმგებლო მისიას და ალექსანდრე ბასიალიას 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონცერტზე კვლავ მიგვიწვია. საინტერესო იყო საღამოს კულმინაცია, როდესაც რადიო ჰოლდინგმა “ფორტუნამ” ქართული მუსიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ალექსანდრე ბასიალიას ოჯახს “ოქროს ტალღის” სპეციალური ჯილდო გადასაცა. ამ მომენტმა საღამო კიდევ უფრო ემოციური გახადა.

June 14, 2017 / 12:34 pm

საკვანძო სიტყვები

TOP გადაცემები

Miss Dior – სურნელი, რომელიც იწვევს მოქმედების სურვილს, სინაზეს და სიყვარულს – “ვულე ვუს” მორიგი ივენთი

მას შემდეგ, რაც შთამბეჭდავი და ცვალებადი განწყობის კადრები ჩაივლის ჩვენს თვალწინ, მსახიობი გვეკითხება and you, what would you do for love? (და თქვენ, თქვენ რას გააკეთებდით სიყვარულისთვის?). ასე იწვევს იგი თითოეულ ადამიანს, გამოავლინოს და დაამტკიცოს სიყვარული.

Fashion time – ბრენდების სამოთხე სამკაულების ბუტიკში “ponte vecchio” და დაბალი ფასები განსხვავებით სხვა ევროპული ქვეყნებისგან

ბრენდების სამოთხე სამკაულების ბუტიკში "ponte vecchio" და დაბალი ფასები განსხვავებით სხვა ევროპული ქვეყნებისგან

“Mykita” ლუქს კატეგორიის სეგმენტისთვის გათვლილი ბრენდი და “კენარის” ივენთი

„კენარი“ მუდამ ზრუნავს მისი გუნდის განვითარებისთვის და პერიოდულად სხვადასხვა ბრენდის ტრენინგებს საქართველოში იწვევს. ამჯერად მათ Mykita-ს რეგიონალური მენეჯერი ვიტალის მარტინი ესტუმრა, რომელმაც თანამშრომლებს გააცნო ბრენდის სიახლეები, როგორც დიზაინის, ასევე მარკეტინგული და ტექნიკური კუთხით.

Facebook

რეკლამა

რეკლამა